28 დეკემბერს საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენცია INVEST HUB 2022 გაიმართება

28 დეკემბერს საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენცია INVEST HUB 2022 გაიმართება. როგორც ორგანიზატორები განმარტავენ, საერთაშორისო კონფერენციას „კულტურათაშორისი კომუნიკაციის ცენტრი“ წარადგენს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს, როგორც რეგიონალური საინვესტიციო ჰაბის პოზიციონირებას, საინვესტიციოდ მიმზიდველი ქვეყნის წარმოჩენას გლობალური ბიზნესისა და საერთაშორისო ინვესტორებისთვის.

2 საათის განმავლობაში, 10 სესია და მაღალი რანგის სპიკერები, გლობალურ აუდიტორიას წარუდგენენ ეკონომიკურ რეფორმებსა და საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს 2022 წლისთვის.

„ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლები ისაუბრებენ კონკრეტული პროგრამებისა და თითოეული სექტორის პორტფოლიოების შესახებ. უცხოელ სტუმრებს გააცნობენ საქართველოს ბიზნეს კლიმატს და ახალ შესაძლებლობებს საერთაშორისო ინვესტორებისთვის.

მაღალი რანგის სტუმრები ისაუბრებენ საერთაშორისო გამოცდილებაზე, განიხილავენ ტრენდებს და საქართველოს ეკონომიკურ და საინვესტიციო გარემოს. ინვესტორები გაუზიარებენ საკუთარ ინსაითებს და წარმატებულ გამოცდილებას, საქართველოს, როგორც საინვესტიციო დანიშნულების ადგილის შერჩევის შედეგად.

კონფერენცია საერთაშორისო ინვესტორებს აძლევს საშუალებას, დაამყარონ კომუნიკაცია მთავრობისა და ბიზნეს ლიდერებთან და გაცვალონ კონტაქტები სამომავლო თანამშრომლობისთვის.

კონფერენციის ფარგლებში, არაბ და ჩინელ ინვესტორებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერება ხელი. ურთიერთშეთანხმების დოკუმენტი გაფორმდება არაბულ კომპანია Swefland-სა და ჩინურ კომპანია OPLUS GROUPS შორის, ასევე, სამმხრივ მემორანდუმს მოეწერება ხელი Swefland-ს, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ REGI BASE-სა და REGI BASE Georgia-ს შორის.

კონფერენციის ინიციატორია Swefland Group, ორგანიზატორი კი „კულტურათაშორისი კომუნიკაციის ცენტრი“, რომლის მიზანია არაბი, ჩინელი, ევროპელი და საერთაშორისო ინვესტორების წინაშე საქართველოს, როგორც საინვესტიციო ჰაბის პოზიციონირება, 2022 წლის ტენდენციების, ახალი შესაძლებლობებისა და საინვესტიციო ლანდშაფტის გაცნობა და საქართველოს, როგორც რეგიონალური ჰაბის წარდგენა ინვესტორებისთვის.

ღონისძიება ჩატარდება კორონავირუსის რეგულაციების სრული დაცვით. კონფერენცია გლობალური აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომი იქნება ბმულზე https://swefland.com/invest-hub-2022. კონფერენცია 17:30-ზე სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ გაიმართება“, - აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა