„კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის“ ბენეფიციარებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს

გორის მუნიციპალიტეტის მერის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ინიციატივით, „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის“ ბენეფიცირებს საახალწლო ნობათები გადაეცათ. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სასურსათო პაკეტები შეზღუდული შესაძლებლობის პირებს გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა გადასცა.

„საჩუქრების შესაძენად თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. აღსანიშნავია, რომ გორის მერია წლებია თანამშრომლობს „კეთიდღეობისა და განვითარების ცენტრთან“. უწყება „სოციალური თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში აფინანსებს ცენტრის სარეაბილიტაციო პროგრამებს, სადაც აქტიურად არიან ჩართულები გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა