მცხეთის მუნიციპალიტეტში იმუნიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს

მცხეთის მუნიციპალიტეტში იმუნიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამცრელ დაწესებულებებში გაზრდილია ვაქცინაციის მსურველთა მიმართვიანობა. მათ აცრის გაკეთება "ფაიზერის", "სინოფარმისა" და "სინოვაკის" ვაქცინებით შეუძლიათ.

„იმუნიზაციის პროცესს ადგილზე სისტემატურად ეცნობიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ამჯერად, მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე და მცხეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, რეგიონის კოორდინატორი ბადრი კუკულაძე საგურამოს ამბულატორიაში იმყოფებოდნენ, სადაც სამედიცინო პერსონალისგან კოვიდ-საწინააღმდეგო აცრების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია პირადად მოისმინეს.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში სულ 12 ვაქცინაციის პუნქტია, მათ შორის მასობრივი იმუნიზაციის 2 ცენტრი ქალაქ მცხეთაში, ხოლო 10 ამცრელი დაწესებულება სოფლის ამბულატორიებში ფუნქციონირებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს