„სოკარმა“ საქართველოში საქმიანობის 15 წელი აღნიშნა

საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სოკარი წარმოადგენს უმსხვილეს ინვესტორსა და უმსხვილეს გადამხდელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. კომპანიას გააჩნია მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, რაზეც მეტყველებს არაერთი განხორციელებული პროექტი და აქტივობა. დასაქმებული ჰყავს 4000-ზე მეტი ადამიანი.

„სოკარ ენერჯი ჯორჯია“ შვილობილი კომპანიების მეშვეობით საქართველოს ბაზარზე უზრუნველყოფს აზერბაიჯანული და უცხოური წარმოშობის ნავთობპროდუქტების საცალო და საბითუმო გაყიდვებს კუთვნილი 112 ავტოგასამართი სადგურის, 16 სერვისცენტრისა და 5 ნავთობტერმინალის მეშვეობით. ასევე ახორციელებს ბუნებრივი გაზის მიწოდებას საქართველოს რეგიონებში და მართავს გაზგამანაწილებელი ქსელების მუშაობას.

2006 წლიდან დღემდე „სოკარ ჯორჯია გაზის“ აბონენტების რაოდენობა 78 ათასიდან 808 ათასამდე გაიზარდა, აშენდა დაახლოებით 12000 კილომეტრის სიგრძის გაზგამანაწილებელი ქსელი. საქართველოს მთავრობასთან ერთად განხორციელებული მასშტაბური საინვესტიციო პროგრამის შედეგად, რომელიც თითქმის მთელ საქართველოს მოიცავს აშენდა გაზგამანაწილებელი ქსელები 320 ათასი ახალი აბონენტისათვის.

სოკარის საქმიანობა ხელს უწყობს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის განმტკიცებას.

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა