გორის მერმა 2021 წლის წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვა

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა 2021 წელს მიღწეული წარმატებისთვის გორელი სპორტსმენები, მწვრთნელები და გუნდები დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიება გორის სპორტის სასახლეში გაიმართა. 2021 წელს წარმატებულ სპორტსმენებს, მათ მწვრთნელებსა და გუნდებს მედლები, ფულადი ჯილდოები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

„დაჯილდოების ცერემონიას გორისა და ატენის მიტროპოლიტი მეუფე ანდრია, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები და სპორტსმენები ესწრებოდნენ.

ღონისძიება, რომლის ორგანიზატორია გორის მუნიციპალიტეტის მერია და სპორტის განვითარების სააგენტო, ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და მომავალშიც გაიმართება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა