„ვისოლი“ თვითმომსახურების სადგურის ქსელს მნიშვნელოვნად აფართოებს

„ვისოლი“ თვითმომსახურების სადგურების ქსელს მნიშვნელოვნად აფართოებს როგორც თბილისში, ისე რეგიონში და ახალ წელს უკვე 10 Self-service ავტოგასამართი სადგურით შეხვდება. კომპანიის თვითმომსახურების სადგურები უკვე მთელი საქარველოს მასშტაბით შეძლებს ერთგულ მომხმარებლებს საწვავზე მნიშვნელოვნად შეღავათიანი ფასი და მომსახურების ახალი გამოცდილება შესთავაზოს, რომელიც მსოფლიოში, ხშირ შემთხვევაში, ცხოვრების ყოველდღიური სტილია, „ვისოლის“ თვითმომსახურების სადგურებიდან ხუთი სადგური უკვე თბილისში მდებარეობს, ორი ბათუმშია, ხოლო დანარჩენი დღეიდან ფოთში, ქუთაისსა და ზუგდიდშია ხელმისაწვდომი. „ვისოლის“ თვითმომსახურების სადგურების უმრავლესობა „სმარტის“ სუპერმარკეტებთან ერთადაა წარმოდგენილი.

„ვისოლმა“ პირველი თვითმომსახურების სადგური თბილისში მარშალ გელოვანის გამზირზე, პოლიციის სამმართველოსთან გასულ წელს გახსნა და ცნობილი თანამედროვე მხატვრის, გიორგი გამეზარდაშვილის მოხატული სადგური ახლა უკვე „სმარტთან“, Drive-Thru ფორმატის „ვენდისთან“ და „დანკინთან“ ერთად ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი სივრცეა თბილისში, რადგან ყველაზე ხელმისაწვდომი, უმაღლესი ხარისხის ნავთობპროდუქტები, „სმარტის“ ექსკლუზიური იმპორტის არჩევანი თუ ახალგამომცხვარი პურ-ფუნთუშეული იტალიურ „ტრუჩილოს“ ყავასთან ერთად და ამერიკული რესტორნების გემრიელი შეთავაზებები, ერთ სივრცეშია თავმოყრილი.

„ვისოლი“ მუდმივად ცდილობს გაიმყაროს ბაზარზე ინოვატორული კომპანიის იმიჯი და მოხარული ვართ, რომ თვითმომსახურების ფორმატის სადგურების განვითარების შესაძლებლობა ქვეყანაში პირველებს სწორედ ჩვენ მოგვეცა. ზემოაღნიშნული ფორმატის განვითარება ემსახურება თანდათანობით ახალი სამომხმარებლო ქცევის დანერგვას საქართველოში. თვითმომსახურების სადგურებზე ქსელთან შედარებით 15 თეთრით იაფია საწვავი. „უნიქარდის“ გამოყენებისას კი შესაძლებელია დამატებით 10 თეთრი ფასდაკლების მიღება ყოველდღიურად, ხოლო 15 თეთრიანი ფასდაკლებით სარგებლობა უქმე დღეებზე, რაც მომხმარებელს ჯამურად 25-30 თეთრიან შეღავათს აძლევს თითოეულ ლიტრ საწვავზე. დამატებითი მომსახურებების შეთავაზებით კი ვცდილობთ „ვისოლის“ თვითმომსახურების სადგურებზე სტუმრობა კიდევ უფრო კომფორტული და მოსახერხებელი გავხადოთ“,- აცხადებს „ვისოლისა“ და „სმარტის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს საქართველოში. უახლესი ევროპული სტანდარტის, უმაღლესი ხარისხის საწვავითა და მაღალტექნოლოგიური სერვის პროდუქტების შეთავაზებით „ვისოლი“ საცალო ბაზრის ლიდერია. „ვისოლს“ ასევე გაზგასამართი სადგურების ყველაზე მეტი ობიექტი აქვს ქვეყანაში და კომპანია „ი-სპეისთან“ თანამშრომლობით, ელექტრომობილების პოპულარიზაციისათვის ელექტრომობილების დამტენი სადგურების ქსელსაც ავითარებს.

(R)

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა