ზაზა ფირალიშვილი - ოპოზიციამ ჯერაც ვერ შეძლო ქცევის ადეკვატური მოდელის მოძებნა, ხოლო „ოცნება“ ზედიზედ დგამს ნაბიჯებს, რომლებიც ზედმეტად ბევრ ეჭვს აჩენს ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით

საშინაო და საგარეო პოლიტიკაში 2021 წლის შედეგებზე „ინტერპრესნიუსი“ ფილოსოფოს, ზაზა ფირალიშვილს ესაუბრა.

- ბატონო ზაზა, 2021 წლის მიმდინარე პროცესებზე წელს არა ერთხელ გვიმსჯელია, მაგრამ რადგან წელი იწურება ფაქტია, რომ ახლა წლის შედეგებზე საუბრის დროც დადგა.

2021 წელი ისევე როგორც 2020 წელი, ქვეყნისთვის ბევრი თვალსაზრისით იყო რთული და მძიმე. არა მხოლოდ იმიტომ რომ ცუდად მართული კოვიდის ფონზე ქვეყანა მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაში იმყოფება, არამედ იმის გამო, რომ საშინაო პოლიტიკაში კიდევ უფრო გართულებული ვითარება გვაქვს. ეს რომ ასეა, ბუტაფორიებად ქცეულ თვითმმართველობებში არსებული მდგომარეობა და პარლამენტში, ბოიკოტში მყოფი ოპოზიციის ნაწილის ყოფნაც გვახსენებს.

საქართველოში მესამე პრეზიდენტის დაბრუნებამ პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გაართულა. სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაწყებული მასობრივი შიმშილობებიც ამის დასტურია.

ქვეყნისთვის რა შედეგებით სრულდება 2021 წელი საშინაო პოლიტიკაში?

- პირველ რიგში ახალ წელსა და შობას გილოცავთ თქვენც და თქვენს მკითხველებსაც. ღმერთმა ქნას, ამ წელმა სიკეთე მოუტანოს ჩვენს ქვეყანასაც და ჩვენს ოჯახებსაც.

ახლა თქვენი კითხვის გამო. მთავარი, ალბათ, ისაა თუ ამას შედეგი შეიძლება ეწოდოს, რომ ოპოზიციამ ჯერაც ვერ შეძლო ქცევის ადეკვატური მოდელის მოძებნა, ხოლო „ქართული ოცნება“ ზედიზედ დგამს ნაბიჯებს, რომლებიც ზედმეტად ბევრ ეჭვს აჩენს ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით.

გვყავს ოპოზიცია, რომლის განცხადებების და მოწოდებების მიმართ საზოგადოების დიდი ნაწილი, რბილად რომ ვთქვათ, უგრძნობელია და გვყავს ხელისუფლება, რომელიც სარგებლობს ამით და შესაძლებლობა ეძლევა, პასუხი არ აგოს ცხოვრების გაძვირებაზე, ქვეყნის საერთაშორისო როლისა და მნიშვნელობის დაკნინებაზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე, ანაკლიის პროექტის ჩაშლაზე და ა.შ.

ადრე ნათქვამს გავიმეორებ - ლუკაშენკოს ტიპის დიქტატურას აყალიბებს არა მხოლოდ მავანთა ბოროტი ნება, არამედ ოპოზიციის უუნარობაც. დაძაბულობის მუდმივი ზღვრული ესკალაცია არ ნიშნავს უნარიანობას.

გვყავს ოპოზიცია, რომლის განცხადებების და მოწოდებების მიმართ საზოგადოების დიდი ნაწილი, რბილად რომ ვთქვათ, უგრძნობელია და გვყავს ხელისუფლება, რომელიც სარგებლობს ამით და შესაძლებლობა ეძლევა, პასუხი არ აგოს ცხოვრების გაძვირებაზე, ქვეყნის საერთაშორისო როლისა და მნიშვნელობის დაკნინებაზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე, ანაკლიის პროექტის ჩაშლაზე და ..

ევროპული და ამერიკული პოლიტიკური წრეების ბევრმა წარმომადგენელმა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენელთა პოლიტიკური ქცევა შეაფასა, როგორც პოლიტიკური უმწიფარობა და ინფანტილიზმი.

ამ გამოთქმებს მე არ გამოვიყენებდი, თავად მათგან რომ არ მოდიოდეს. აქ საუბარი აღარ იყო გეოპოლიტიკურ ორიენტაციაზე. საქმე შეეხებოდა ჩვენი პოლიტიკური კლასის უნარს, რაგინდარა გეოპოლიტიკური ორიენტაციის პირობებში რევოლუციური თუ კონტრრევოლუციური რომანტიზმის ხიბლიდან გათავისუფლდნენ და სახელმწიფოებრივი ინტერესებით იხელმძღვანელონ. ასეთი შეფასებები რომ ქვეყნის პრესტიჟზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, განმარტებას არ უნდა საჭიროებდეს.

ამასთან, თანდათან მიძლიერდება ეჭვი, რომ ხელისუფლების მხრიდან ეს უფრო მეტია, ვიდრე, უბრალოდ, უმწიფარობა. უკვე საკმაოდ დაგროვდა იმ შემთხვევათა ოდენობა, როდესაც სიტუაციის დამშვიდების ნიშნების გაჩენისთანავე ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი თავისი განცხადებით სიტუაციას კვლავ ამღვრევს და ყველაფერს უკან აბრუნებს.

წლის მოვლენებთან დაკავშირებით ერთსაც შევნიშნავ. საშუალება მომეცა, მცირე ხნით დავკვირვებოდი, თუ რა ხდება წალენჯიხაში. მიუხედავად წინასწარი უიმედო განწყობისა, მომიწია იმის აღიარება, რომ ეს ამბები არ ჯდება ნაც-ქოცური დაპირისპირების კონტექსტში და რომ არც მერი და არც მისი გარემოცვა წალენჯიხას არ განიხილავენ მომავალი პოლიტიკური რევოლუციის ეპიცენტრად. აქ რაღაც უფრო მნიშვნელოვნის ნიშნებია და ღმერთმა ქნას, არ ვცდებოდე.

მცირე ხნით დავკვირვებოდი, თუ რა ხდება წალენჯიხაში. მიუხედავად წინასწარი უიმედო განწყობისა, მომიწია იმის აღიარება, რომ ეს ამბები არ ჯდება ნაც-ქოცური დაპირისპირების კონტექსტში და რომ არც მერი და არც მისი გარემოცვა წალენჯიხას არ განიხილავენ მომავალი პოლიტიკური რევოლუციის ეპიცენტრად. აქ რაღაც უფრო მნიშვნელოვნის ნიშნებია და ღმერთმა ქნას, არ ვცდებოდე

ჩემი აზრით, ეს უფრო მცდელობაა, ადგილებზე ცხოვრება გათავისუფლდეს ქვეყნის ჩიხური პოლიტიკური სიტუაციისგან. ადგილებზე გაჩნდა თაობა, რომელსაც ცოდნაც აქვს, ენერგიაც და სურვილიც, რომ თავისი ცხოვრება მოაწესრიგოს. ისინი აღარ საჭიროებენ ცენტრის მუდმივ მეურვეობას.

ეჭვი მაქვს, სხვადასხვა ჯურის პარტიული ბოსებისათვის, როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს, ეს მთლად მოსაწონი არ იქნება. ამით ისინი ადგილებზე ჩვეულ ტოტალურ კონტროლს ჰკარგავენ.

- საშინაო პოლიტიკაში არსებულ ვითარებაზე საუბრისას ბატონმა რამაზ საყვარელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა - „ადგილობრივი არჩევნების დასრულების შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი კი არა, პოლიტიკური სტრატეგიების კრიზისია.“

რა შედეგით ასრულებენ 2021 წელს მმართველი გუნდი, ზოგადად ოპოზიცია და ოპოზიციურ ფლანგზე ყველაზე წონიანი „ნაცმოძრაობა“?

- რამაზს დავეთანხმები. ძირითადი ოპოზიციური ძალების მთავარი პრობლემა სტრატეგიების კრიზისია. „ნაცმოძრაობის“ სტრატეგია მთლიანად ხელისუფლების სწრაფ დაბრუნებაზეა აგებული და ეს მათი ლიდერის ტემპერამენტით არის გამოწვეული. სააკაშვილი მუდამ ჩქარობდა და ახლაც ჩქარობს.

ძირითადი ოპოზიციური ძალების მთავარი პრობლემა სტრატეგიების კრიზისია. „ნაცმოძრაობისსტრატეგია მთლიანად ხელისუფლების სწრაფ დაბრუნებაზეა აგებული და ეს მათი ლიდერის ტემპერამენტით არის გამოწვეული. სააკაშვილი მუდამ ჩქარობდა და ახლაც ჩქარობს

2012 წელს „ქართული ოცნების“ გამარჯვებიდან ერთი კვირაც არ იყო გასული, რომ „ნაცმოძრაობა“ კრიმინალის არნახულ ზრდასა და საერთაშორისო ინვესტიციების არნახულ შემცირებაზე ალაპარაკდა. აქედან არის პოლიტტექნოლოგიური კრიზისიც. მასობრივი აქციები და შიმშილობა პოლიტტექნოლოგიური არსენალის მთავარ მდგენელებად იქცა.

ამას დავუმატოთ ისიც, რომ სააკაშვილმა თითქოს დაკარგა საზოგადოებრივი განწყობების შეგრძნების უნარი. ის ვერ გრძნობს, რომ უბრალო მოქალაქისათვის მის მიერ შეთავაზებული მუდმივად ეგზალტირებული პოლიტიკური ცხოვრება თანდათან უცხო ხდება. ამიტომაც არის, რომ პანდემიის პირობებში „ოცნების“ მიერ შეთავაზებულ სტაბილურობას, რეალურად სტაგნაციის ზღვარზე რომ არის, უმალ ჰიპნოზური ეფექტი აღმოაჩნდა.

ეჭვი არ მეპარება სააკაშვილის ნიჭიერებაში, მაგრამ ეს ნიჭიერება მისივე ტემპერამენტს ეწირება. წლების განმავლობაში მან უნებურად ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ მისი მმართველობის ნეგატიური მხარეები არ დაგვიწყებოდა და, სურდა თუ არა, ქართული ოცნების მეხამრიდის როლში აღმოჩნდა.

ეჭვი არ მეპარება სააკაშვილის ნიჭიერებაში, მაგრამ ეს ნიჭიერება მისივე ტემპერამენტს ეწირება. წლების განმავლობაში მან უნებურად ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ მისი მმართველობის ნეგატიური მხარეები არ დაგვიწყებოდა და, სურდა თუ არა, ქართული ოცნების მეხამრიდის როლში აღმოჩნდა

პოლიტიკოსების მუდმივი სამიტინგო რევოლუციური თუ კონტრრევოლუციური ქცევის წესი სხვაგვარად იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური აზრი პათეტიკით და განსხვავებული აზრის მქონეთა მიმართ ყრუ მონოლოგით გვინდა ჩავანაცვლოთ. ეს მდგომარეობა ოცდაათი წლის მანძილზე ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების მთავარ ნიშნად იქცა და უბრალო ადამიანი სულ უფრო და უფრო ნაკლებად ეგუება მას.

ლუდომანის აზარტმა და ცრუ იმედების ნარკოტიკმა კი მარცხის მეტი არაფერი იცის. ასეა - ყოველდღიურობაში არც ერთი გონიერი ადამიანი არ ააგებს ილუზიურ იმედებზე თავის ცხოვრებას. როგორც ჩანს, პოლიტიკურ და სათამაშო სივრცეს ნარკოტიკული ეფექტი აქვს და მისგან თავის დაცვას ერთეულები თუ ახერხებენ.

- პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით დაიწყო კონსულტაციები ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის, რომლის მიზანია მხარეებმა ეროვნულ თანხმობას მიაღწიონ, რაც ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას შეამცირებს.

ბევრი იმაზე საუბრობს, რომ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ამბიციური ტვირთი აიღო თავის თავზე, ნაწილი ამტკიცებს, რომ იმიტირებულ პროცესთან გვაქვს საქმე. როგორ შეაფასებდით პრეზიდენტის მიერ ინიციირებულ პროცესს და სავარაუდოდ, რა შედეგით შეიძლება დასრულდეს იგი?

- პრეზიდენტის მოგვიანებით დააზუსტა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, მისი ინიციატივა მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ საშინაო პოლიტიკური ბრძოლა არ ნიშნავს სამოქალაქო ომის ზღვარზე მუდმივ ყოფნას და რომ დაპირისპირებულ ძალებს, გარდა ურთიერთმხილებისა, თანხმობა და თანამშრომლობაც მოეთხოვებათ. უნდა ვიფიქროთ ამ იდეის განხორციელებისათვის საჭირო მორალური კლიმატის შექმნაზეც და სამართლებრივ უზრუნველყოფაზეც.

პოლიტიკურად ანგაჟირებული სასამართლო სისტემისა და მედიის პირობებში ასეთი რამ ვერ განხორციელდება. ბევრმა ეს „ქართველების ერთმანეთთან ჩახუტების,“ არაფრისმთქმელ იდეად გაიგო. ცხადია, ამ შემთხვევაში საქმე კიდევ ერთ სადღეგრძელოს ჟანრში წარმოთქმულ მოწოდებად გვექნებოდა. იმედი მაქვს, ეს ასე არ არის.

ჩვენ უნდა ვაღიაროთ ერთმანეთის არსებობის უფლება. ძირითადი დაპირისპირებულ ძალებს სწორედ ერთმანეთის არსებობის დაშვება უჭირთ და ამას ქვეყნის აწმყოცა და მომავალიც ეწირება. აშკარაა, რომ ბოლშევიზმს უკვალოდ არ ჩაუვლია და ის თავს კიდევ დიდხანს შეგვახსენებს.

ჩვენ უნდა ვაღიაროთ ერთმანეთის არსებობის უფლება. ძირითადი დაპირისპირებულ ძალებს სწორედ ერთმანეთის არსებობის დაშვება უჭირთ და ამას ქვეყნის აწმყოცა და მომავალიც ეწირება. აშკარაა, რომ ბოლშევიზმს უკვალოდ არ ჩაუვლია და ის თავს კიდევ დიდხანს შეგვახსენებს

სწორედ ბოლშევიზმის ინერციაა, რომ არა მხოლოდ პოლიტიკური სპექტრი, არამედ საზოგადოების სავალალოდ დიდი ნაწილი საშინაო პოლიტიკური ბრძოლის მთავარ მიზნად ერთ-ერთი მხარის საბოლოო განადგურებას მიიჩნევს.

გაიხსენეთ, როგორ აგრესიულად იქნა ჩვენში აღქმული კოჰაბიტაცია. არადა, პოლიტიკურ ცხოვრებაში სწორედ ეს გვიჭირს - განსხვავებულთა თანაცხოვრება. ეს სულაც არ ნიშნავს ერთმანეთის სიყვარულს ან დამნაშავეთა პატიებას.

ეს ნიშნავს, რომ ჩვენ, როგორც ზრდასრულ პოლიტიკურ აქტორებს, გვესმის, რომ მეტოქის განადგურების სურვილი ბარბაროსული პოლიტიკური დისკურსია და რომ ჩვენ, როგორც ერთი სახელმწიფოს მოქალაქეებს და მასზე მზრუნველ არსებებს, თანაცხოვრების ვალდებულება გვაქვს.

ამ პროცესის მიმართ ნდობას ამცირებს პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომის ფაქტი. მის ადგილს იკავებს ადამიანი, რომელსაც აქამდე თითქმის არ გამოუხატავს დიალოგის განსაკუთრებული სურვილი, პირიქით, „ოცნებაში“ ის ე.წ. ქორებს განეკუთვნებოდა. ეს გარკვეულ ეჭვებს აჩენს.

თუ ეს ეჭვები დადასტურდა, მაშინ მართალი აღმოჩნდება, ვინც მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის განცხადების ადრესატს მხოლოდ დასავლეთი წარმოადგენს და მის მიერ ინიციირებულ პროცესს არავითარი არსებითი საშინაო პოლიტიკური ცვლილებები არ მოჰყვება.

თუ ეს ეჭვები დადასტურდა, მაშინ მართალი აღმოჩნდება, ვინც მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის განცხადების ადრესატს მხოლოდ დასავლეთი წარმოადგენს და მის მიერ ინიციირებულ პროცესს არავითარი არსებითი საშინაო პოლიტიკური ცვლილებები არ მოჰყვება

- სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“ იმედოვნებენ, რომ პრეზიდენტის ინიციატივით დაწყებული პროცესის ფარგლებში მესამე პრეზიდენტი შეიძლება გამოვიდეს ციხიდან. ამ პროცესში ჩართულთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ამ პროცესის ფარგლებში სააკაშვილს შეიძლება მსჯავრი გადაუვადდეს, ვიდრე მართლმსაჯულების რეფორმა არ გატარდება.

სააკაშვილის პოლიტიკურ პერსპექტივებთან დაკავშირებით საპარლამენტო არჩევნებამდე პოლიტოლოგმა ვაჟა ბერიძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში დაახლოებით ასეთი რამ თქვა- „ცდება ვინც თვლის, რომ სააკაშვილი გაჭრილი კარტია“.რამდენიმე დღის წინ, მან ეს აზრი „ინტერპრესნიუსს“ კვლავ დაუდასტურა.

ამ თემაზე თქვენი აზრი როგორია?

- მისი პატიმრობის გამო ძნელია მიხეილ სააკაშვილზე ლაპარაკი. ცხადია, სააკაშვილი არ არის „გაჭრილი კარტი,“ მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უახლოეს წლებში შეუძლია, რაიმე ძირეულად შეცვალოს.

მას მომავალშიც შეეძლება შფოთის დათესვა, მაგრამ ვხედავთ, რომ ამ შფოთის ინტენსივობა მცირდება. მას ფსიქოლოგიურად უჭირს იმის დაჯერება, რომ რაღაც უნდა შეცვალოს და ძველი არსენალით ზვავისებრ პროცესებს ვეღარ გამოიწვევს. თუ შეძლებს ამის აღქმას, მაშინ მისგან ჯერაც უნდა მოველოდეთ რაღაცას. თუ ვერ შეძლებს და კვლავ ძველ ტაქტიკას მიჰყვება, მისი გავლენის კიდევ უფრო შემცირებას უნდა ველოდეთ. ხელისუფლებაც ეცდება მისი ბედი მეხამრიდის უმადური როლის შენარჩუნებით გადაწყვიტოს.

ცხადია, სააკაშვილი არ არისგაჭრილი კარტი,“ მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უახლოეს წლებში შეუძლია, რაიმე ძირეულად შეცვალოს

სამწუხარო ისაა, რომ ჩვენი პოლიტიკოსები ნაკლებად იცნობენ უახლეს ისტორიას და თითქმის არ ითვალისწინებენ წინამორბედთა მიერ დაშვებულ შეცდომებს. მუდმივი და ზედმეტად გაჭიანურებული ზღვრული დაძაბულობა უბრალო ადამიანს - და ასეთები ამომრჩეველთა უმრავლესობაა - გულგრილად განაწყობს იმის მიმართ, ვინც ამ დაძაბულობას ნერგავს და ის უფრო და უფრო ნაკლებად აღიქვამს ხელისუფლების შეცდომებს.

თითქოს იციან, რა ბედი ეწიათ იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც ერთ დროს ათასობით ადამიანის გულსა და გონებას განაგებდნენ, მაგრამ გულუბრყვილოდ სწამთ, რომ ეს მათ არასოდეს მოუვათ და იმავე შეცდომებს უშვებენ. პოლიტიკური ცხოვრება ულმობელია ასეთი იმედების მქონეთა მიმართ.

შიმშილობის აქცია გამოიწვია იმან, რომ ძირითადმა ოპოზიციურმა ძალამ ვერ შეძლო ადამიანთა დიდი მასების მობილიზება. მუდმივად უნდა გვახსოვდეს, უკიდურეს ნაბიჯებს ის საფრთხე ახლავს, რომ თუ სხვადასხვა მიზეზით თავი ვერ მოაბი ან მეტოქე არ შეშინდა და უკან არ დაიხია, შენი მდგომარეობა სავალალო ხდება.

ეს მითუმეტეს ასეა, რომ ხელიდან უშვებ ისეთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, როგორიცაა საპარლამენტო ცხოვრება. ესაა სწორედ ის ინფანტილიზმი, რომელზეც დასავლელმა პარტნიორებმა რამდენჯერმე მიგვანიშნეს.

ცხოვრების გაძვირების, უკიდურესად გართულებული სოციალური მდგომარეობისა და დასავლეთის პარტნიორებისადმი საეჭვო დამოკიდებულების პირობებში ხელისუფლება უკეთეს „ნაცმოძრაობაზე“ უკეთეს ოპონენტს ვერ ინატრებდა.

ცხოვრების გაძვირების, უკიდურესად გართულებული სოციალური მდგომარეობისა და დასავლეთის პარტნიორებისადმი საეჭვო დამოკიდებულების პირობებში ხელისუფლება უკეთესნაცმოძრაობაზეუკეთეს ოპონენტს ვერ ინატრებდა

ბევრჯერ თქმულა, რომ სახელმწიფოებრივი აზროვნების აზრით ქართველი კაცი ჩვენს პოლიტიკოსებზე შორს არის წასული და პოლიტიკოსები ამას ვერ მიმხვდარან. მოსახლეობის შესახებ კაბინეტური წარმოდგენებსა და სოციოლოგიურ გამოკითხვებში ამოკითხულ მონაცემებს და ენჯეო ინტელექტუალიზმის წიაღში შემუშავებულ სტერეოტიპებს ეყრდნობიან.

ყველაფერი ეს კარგია იმ შემთხვევაში, თუ გაქვს ის მეექვსე გრძნობა, რომელიც პოლიტიკოსს უნდა ჰქონდეს და პოლიტიკურ ცხოველად აქცევს. მათთვის ხშირად ის უფრო მნიშვნელოვანია, თუ რას ამბობს არასამთავრობოთა მავანი წარმომადგენელი, რას მოითხოვენ მისგან დემოკრატიასა და უფლებებზე ზერელე და აბსტრაქტული წარმოდგენები, ვიდრე ის, თუ რას და როგორ აღიქვამს ჩვენი რიგითი მოქალაქე.

ამიტომაც დამარცხდებიან იმ, თუნდაც გაუნათლებელ და იდეალების არმქონე, მეტოქესთან ბრძოლაში, ვისაც აქვს მთავარი - პოლიტიკური აქტორისათვის აუცილებელი ინტუიციები. სამწუხაროდ, იშვიათად იბადებიან ადამიანები, ვისშიც იდეალები და პოლიტიკური ინტუიციები ერთნაირად ძლიერია.

- საგარეო ურთიერთობების თვალსაზრისით 2021 წელი საქართველოსთვის საკმაოდ რთული იყო. 2021 წლის მანძილზე ვაშინგტონიდან ხელისუფლების მისამართით არა ერთი კრიტიკული შენიშვნა მოვისმინეთ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტიც გვახსოვს თბილისში, მისი ინიციატივით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ხელმოწერილი შეთანხმებაც, რომლის შესრულებაზე უარი მმართველმა გუნდმა თქვა.

არც ევროპასთან დაახლოების კუთხით გვაქვს დიდი წარმატებები, რადგან „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში ე.წ. „ტრიოს“ ერთიანი გეგმა ჯერ არ არსებობს. ერთადერთი რითაც შეიძლება ვიამაყოთ, ნატოსთან ურთიერთობა მართლაც ღრმავდება და ალიანსთან საქართველო უფრო თავსებადი ხდება. საგარეო პოლიტიკაში წარმატება-წარუმატებლობის კუთხით ქვეყნისთვის რა შედეგით სრულდება 2021 წელი?

- მინდა, ჩვენ მაინც მივაქციოთ ყურადღება იმას, რას შეიძლება ნიშნავდეს დასავლეთის წარმომადგენელთა მხრიდან ჩვენი პოლიტიკოსების მისამართით გაკეთებული განცხადებები.

ჩვენი პოლიტიკური წრეების კრიტიკულად დიდ ნაწილს, მათი კვაზირევოლუციური თუ კვაზიკონტრრევოლუციური ქცევის გამო, ჩვენი დასავლელი პარტნიორები სრულფასოვან პარტნიორებად ნაკლებად აღიქვამენ. ის, რაც ეპატიება პოლიტიკური ჯგუფის ეგზალტირებულ „გულშემატკივარს“, არ ეპატიება პოლიტიკოსს.

ჩვენი პოლიტიკური წრეების კრიტიკულად დიდ ნაწილს, მათი კვაზირევოლუციური თუ კვაზიკონტრრევოლუციური ქცევის გამო, ჩვენი დასავლელი პარტნიორები სრულფასოვან პარტნიორებად ნაკლებად აღიქვამენ. ის, რაც ეპატიება პოლიტიკური ჯგუფის ეგზალტირებულგულშემატკივარს“, არ ეპატიება პოლიტიკოსს

ჩვენს უახლეს ისტორიაში ამდენი უკმაყოფილება ჩვენი სახელმწიფოებრიობის პირველ ხანებშიც კი არ გამოუთქვამთ. მაშინ ჯერ კიდევ გვეპატიებოდა გულუბრყვილო და ემოციური ქცევა. ცუდია, რომ ჩვენი პოლიტიკური კლასი ნელა იზრდება და ყურადღების ცენტრში ხშირად ისინი არიან, ვინც არ უნდა იყოს. ამაში დიდი როლი ჩვენს მასმედიასაც მიუძღვის.

გადახედეთ სოციალურ მედიას და დაინახავთ, რომ ჩვენი საზოგადოება გაცილებით უფრო სწრაფად პროგრესირებს, ვიდრე პოლიტიკური კლასი. ამ უკანასკნელს კვლავ ემოციური და ბავშვური ბუნების სოციალური ბაზა სჭირდება და სავალალოდ შორდება საზოგადოებას.

ეს ხომ არ არის იმ უიმედობის ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც ქვეყნიდან მიდიან არა მხოლოდ უნარიანი ახალგაზრდები, არამედ თითქმის ყველა, ვისაც ამაში ხელს ასაკი და ცოდნა უწყობს. ხომ არ მივექანებით იმ მდგომარეობისაკენ, რომელშიც აღმოჩნდა იტალია გასული საუკუნის დასაწყისში? საბოლოოდ ხომ არ აღმოვჩნდებით სხვადასხვა კლანების მიერ პატრიარქალური წესებით მართული პერიფერიის მდგომარეობაში?

ხომ არ მივექანებით იმ მდგომარეობისაკენ, რომელშიც აღმოჩნდა იტალია გასული საუკუნის დასაწყისში? საბოლოოდ ხომ არ აღმოვჩნდებით სხვადასხვა კლანების მიერ პატრიარქალური წესებით მართული პერიფერიის მდგომარეობაში?

- საგარეო ურთიერთობებში წლის ბოლოს ვითარება მას შემდეგ კიდევ უფრო გართულდა, რაც მოსკოვმა ვაშინგტონსა და ბრიუსელს ულტიმატუმი წაუყენა და მათგან კატეგორიულად მოითხოვა უარი თქვან უკრაინისა და საქართველოს ნატოში მიღებაზე.

ორ-სამ დღეში მოსკოვის ტონი საგრძნობლად შეიცვალა. ულტიმატუმს კი არ გიყენებთ, უსაფრთხოებაზე ჩვენი წინადადებების პროექტი წარმოგიდგინეთო. არადა, პრეზიდენტ პუტინს იმედი ჰქონდა, რომ აშშ-ს პრეზიდენტ ბაიდენთან შეხვედრაზე რუსეთი „იალტა-2-ს“, ან „მიუნხენი-38“-ის მსგავს შეთანხმებას მიაღწევდა.

როგორ შეაფასებდით საერთაშორისო ასპარეზზე არსებულ ვითარებას მას შემდეგ რაც რუსეთმა დასავლეთს ჯერ ულტიმატუმი წაუყენა, მაგრამ შემდეგ მისივე განცხადებების ტონი აშკარად შეიცვალა?

- თავის ბოლო განცხადებებში პუტინმა ტონი კვლავ გაამკაცრა. მისი ტაქტიკა ხულიგნის ტაქტიკაა. საქმე ზღვრამდე მიჰყავს იმის იმედით, რომ კომფორტს და მშვიდობიანობას მიჩვეული ოპონენტი უკან დაიხევს. ამაში მას ხელს ისიც უწყობს, რომ გრძელდება ის, რასაც დიდი ხანია შროდერიზაცია უწოდეს, ანუ, გარკვეული დამსახურებების გამო, ბევრი დასავლელი პოლიტიკოსის რუსულ ენერგოკომპანიებში მაღალანაზღაურებადი თანამდებობებით ჯილდოვდება.

თითქოს დღეს დასავლეთი შედარებით გამოფხიზლებულია და ამერიკაც დაუბრუნდა თავის საერთაშორისო როლს. ვნახოთ, ჯერ გადაჭრით არაფრის თქმა არ შეიძლება. მე მაინც მგონია, რომ ვაშინგტონი შეძლებს იმას, რისიც პუტინს ყველაზე მეტად ეშინია და დაძაბულობას მეორეხარისხოვანი შეხვედრებითა და მოლაპარაკებებით გაანელებს ისე, რომ თავის პოზიციას არ დათმობს.

თითქოს დღეს დასავლეთი შედარებით გამოფხიზლებულია და ამერიკაც დაუბრუნდა თავის საერთაშორისო როლს. ვნახოთ, ჯერ გადაჭრით არაფრის თქმა არ შეიძლება. მე მაინც მგონია, რომ ვაშინგტონი შეძლებს იმას, რისიც პუტინს ყველაზე მეტად ეშინია და დაძაბულობას მეორეხარისხოვანი შეხვედრებითა და მოლაპარაკებებით გაანელებს ისე, რომ თავის პოზიციას არ დათმობს

როგორც ჩანს, პუტინს ასაკობრივი კრიზისი აქვს და გრძნობს, რომ მიზნის - მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს არსებული რუსული იმპერიის აღდგენას და „რუსული მიწების“ დიდი შემომკრების სახელის მოპოვებას შეიძლება ვეღარ მოესწროს.

ის უფრო და უფრო აგრესიული ხდება. დასავლეთი თითქოს გამოაფხიზლა ამან, თითქოს აშკარაა, რომ იქ არავინ დათანხმდება იალტა 2-ის გამართვაზე, მითუმეტეს, რომ ეს რეალურად „მიუნხენი - 2“ იქნება. და მაინც, არ მინდა, ზედმეტად ოპტიმისტი ვიყო. დასავლეთში დღესაც ბევრი პოლიტიკური მოღვაწეა, ვინც პუტინის დაშოშმინების კურსს ემხრობა.

ერდოღანის ბოლო წლების პოლიტიკის წყალობით თურქეთი სრულიად განსაკუთრებულ ადგილს იკავებს რუსეთისა და დასავლეთის მიმდინარე დაპირისპირებაში. თუკი რაიმე შეაკავებს რუსეთს სამხედრო აგრესიისაგან, ეს, პირველ რიგში ერდოღანია, ვინც, დასავლეთისაგან განსხვავებით, დაპირისპირების ცხელი ფაზისათვის მზად არის და უკრაინას ღიად უცხადებს მხარდაჭერას. მისი მხარდაჭერის ფასი ყარაბახის მეორე ომის შემდეგ რუსეთში კარგად იციან.

თუკი რაიმე შეაკავებს რუსეთს სამხედრო აგრესიისაგან, ეს, პირველ რიგში ერდოღანია, ვინც, დასავლეთისაგან განსხვავებით, დაპირისპირების ცხელი ფაზისათვის მზად არის და უკრაინას ღიად უცხადებს მხარდაჭერას. მისი მხარდაჭერის ფასი ყარაბახის მეორე ომის შემდეგ რუსეთში კარგად იციან

- იმის ფონზე, თუ რა განცხადებებს აკეთებდნენ და ახლაც აკეთებენ „ქართული ოცნების“ ლიდერები ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მისამართით, რა შანსები აქვს საქართველოს, რომ რუსული საფრთხეების პრევენცია მოვახდინოთ, რისი გაკეთებაც მხოლოდ ჩვენს პარტნიორებთან ინტენსიური და სინქრონული მუშაობით მიიღწევა?

- ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიმართ ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები ჩვენს ისტორიას შემორჩება, როგორც, რბილად რომ ვთქვათ, უადგილო და მავნებელი რამ.

ერთია, ზრუნავდე, რომ ქვეყანა არ აღმოჩნდეს რუსული ნეოიმპერიული რევანშიზმის უპირველეს სამიზნეებს შორის და მეორე, ამგვარ განცხადებებს აკეთებდე.

თუ ამას ანაკლიის პორტის პროექტის ჩაგდებასაც დაუმატეთ და იოლად დარწმუნდებით, რომ ეს უკვე აღარ არის დიპლომატიური ზომიერება. ეს უკვე რაღაც სხვას ჰგავს.

დასავლეთის წარმომადგენლები ჩვენში მიმდინარე მოვლენებს პოსტსაბჭოთა სივრცეზე პუტინის ბოლოდროინდელი აგრესიული გააქტიურების კონტექსტში ხედავენ. დარწმუნებული ვარ, ამავე კონტექსტში განიხილავენ ამ განცხადებებსაც.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა