ავთანდილ თალაკვაძე - ოზურგეთის 2022 წლის ბიუჯეტი განვითარებაზეა ორიენტირებული, ბიუჯეტი 27,814,000 ლარით განისაზღვრება

„ოზურგეთის 2022 წლის ბიუჯეტი განვითარებაზეა ორიენტირებული და ჩვენს მუნიციპალიტეტში არსებული სოციალური და ეკონომიკური ამოცანების გადაჭრაზე იქნება მიმართული. 2022 წლის ბიუჯეტი 27,814,000 ლარით განისაზღვრება, რაც გასული წელთან შედარებით, 2 700 000 ლარით მეტია, - ამის შესახებ ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საბიუჯეტო რესურსები მაქსიმალურად მორგებულია მათ მიერ დაანონსებული 8-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში წყლით მომარაგების პრობლემების მოგვარებას, სოციალური და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განახლებას, სპორტულ და რეკრეაციულ პროექტებს, სატრანსპორტიო სისტემის განვითარებას, გარემოსდაცვით საკითხებს და დასაქმების ხელშეწყობას მოიცავს.

„ამ ამოცანების შესრულების მიზნით, ჩვენ გვაქვს აქტიური კომუნიკაცია საქართველოს მთავრობასთან, რათა დამატებითი დაფინანსების მობილიზება მოხდეს ცენტრალური ფონდებიდან. ასევე, აქტიურად ვიმუშავებთ ახალ საინვესტიციო პროექტებზე, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტის ეკონომიკური აქტივები საზოგადოების კეთილდღეობას მოხმარდეს,“ - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა