ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შიდა ტურიზმის ხელშეწყობის კამპანიებს აგრძელებს

ნაკლებად ცნობადი ადგილების პოპულარიზაციის მიზნით მიმდინარე წლის განმავლობაში ქართველი ჟურნალისტების 12 პრეს-ტური (137 მედია წარმომადგენელი), 10 გაცნობითი ტური ტუროპერატორებისათვის (180 მონაწილე) და 4 გასტროტური - (96 მონაწილე) განხორციელდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ცნობით, შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტებული მიმართულებაა.

„პანდემიურ პერიოდში შიდა ტურიზმის განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ წელს სფეროს განვითარების და კერძო სექტორის მხარდაჭერის მიზნით, არაერთი პროექტი განახორციელა. ინფო-ტურების პროექტით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შიდა თუ შემომყვან ტურისტულ კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს გაეცნონ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ტურისტულად უცნობ ადგილებს, ტურისტულ პროდუქტებს, მარშრუტებსა და ობიექტებს, რომელსაც ტურისტული კომპანიები მომავალ ტურებში შეიყვანენ და როგორც ქართველ, ასევე უცხოელ მოგზაურებს შესთავაზებენ.

ინფო-ტურების პარალელურად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კულინარიულ ტურებს განაგრძობს. პროექტის მიზანი გასტრო - ტურიზმის ხელშეწყობა და სხვადასხვა რეგიონის კულინარიული შესაძლებლობების პოპულარიზაცია, უნიკალური და ავთენტური სამზარეულოს ცნობადობის გაზრდა და შიდა ტურიზმის სტიმულირებაა.

საქართველოს ტურისტულად საინტერესო ნაკლებად ცნობადი ადგილების პოპულარიზაციის მიზნით გრძელდება პრეს-ტურები მთელი ქვეყნის მასშტაბით. პროექტში ქართველი ჟურნალისტები, ბლოგერები, ფოტოგრაფები და ოპერატორები მონაწილეობენ.

2021 წლის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა ქართველი ჟურნალისტების 12 პრეს-ტური (137 მედია წარმომადგენელი), 10 გაცნობითი ტური ტუროპერატორებისათვის (180 მონაწილე) და ასევე 4 გასტროტური - (96 მონაწილე). პრეს-ტურების შედეგად მომზადდა 50-ზე მეტი სიუჟეტი. სათავგადასავლო ტურიზმის პოტენციალის წარმოსაჩენად მომზადდა შიდა ქართლისა და რაჭის 2 ვიდეორგოლი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს