ნიკა გვარამიამ მედიას სააკაშვილის პალატაში გუშინ განვითარებული სიტუაციის შესახებ  მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ  „ბადრაგის რამდენიმე წარმომადგენელი ყოფილ პრეზიდენტს ლოგინში ეჯაჯგურა“

ადვოკატ ნიკა გვარამიას განცხადებით, გორის სამხედრო ჰოსპიტლის ექიმი ნინო გოგორიშვილი აცხადებს, რომ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის რეაბილიტაცია საქართველოში შესაძლებელია მხოლოდ თავისუფლების პირობებში. ამის შესახებ გვარამიამ ჟურნალისტებს გორის სამხედრო კლინიკასთან განუცხადა, სადაც დღეს მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

ნიკა გვარამიამ ჰოსპიტლიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს გააცნო ექიმ ნინო გოგორიშვილის გამოკითხვის ოქმი, სადაც გვარამიას ინფორმაციით, მკურნალი ექიმი ამბობს, რომ თუ მიხეილ სააკაშვილის რეაბილიტაცია საქართველოში თავისუფლების პირობებში არ მოხდება, მაშინ რეკომენდირებულია სააკაშვილის საზღვარგარეთ გაყვანა.

გარდა ამისა, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ექიმმა ნინო გოგორიშვილმა აღწერა ის პროცესიც, რაც გუშინ მიხეილ სააკაშვილის პალატაში განვითარდა.

“პირველი, შევიდა მკურნალი ექიმი გოგორიშვილი და პრეზიდენტს განუცხადა, რომ გაწერეს, შემდეგ შევიდა ორი შავფორმიანი და უარის მიუხედავად დაუწყეს იძულებით გაყვანა. იყო შეხლა-შემოხლა. კრიზისი ჰქონდა და დააბრუნეს საწოლში. წნევა - 180/110-ზე, პულსი-140. მიიღო ორი “კაპტოპრილი” და ერთი “ბეტალოკი ზოკი”. სახალხო დამცველის წარმომადგენლის გასვლისთანავე საათის მოხსნის მიზეზით შევიდა ბადრაგის რამდენიმე წარმომადგენელი, ლოგინში ეჯაჯგურა და იძულებით მოხსნა საათი. ექიმი ანესთეზიოლოგი, ნიკო გორსაგაშვილი იყო უშუალოდ შემსწრე“, - განაცხადა გვარამიამ და განმარტა, რომ ვითარების ამდაგვარ აღწერას გამოკითხვის ოქმში ექიმი ნინო გოგორიშვილი ეთანხმება.

გვარამიას თქმით, გორსაგაშვილი იყო ფაქტის უშუალო შემსწრე, რადგან სახალხო დამცველის წარმომადგენლის მერე ნინო გოგორიშვილი დაწესებულებიდან გამოსული იყო.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს