ბოლნისის მერმა საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო დღის ცენტრის „განთიადის“ ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, პირველ მოადგილე ბუბა გობეჯიშვილთან ერთად საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო დღის ცენტრის „განთიადის“ ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დავით შერაზადიშვილმა და ბუბა გობეჯიშვილმა ბენეფიციარებს მუნიციპალიტეტის მიერ მომზადებული საახალწლო საჩუქრები გადასცეს, ბენეფიციარებმა ასევე ცენტრის მიერ მომზადებული საახალწლო ნობათებიც მიიღეს.

დღის ცენტრის ბენეფიციარები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს საახალწლო ღონისძიებით დახვდნენ, ღონისძიებაზე ასევე ცენტრის აღსაზრდელების მიერ მომზადებული ხელნაკეთი ნივთებიც იყო გამოფენილი.

საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო დღის ცენტრი „განთიადი“ ქალაქ ბოლნისში 2009 წლიდან ფუნქციონირებს. დღის ცენტრი სპეციალური საჭიროებების მქონე პირებს მათზე მორგებულ სხვადასხვა სერვისს სთავაზობს.

„დამდეგი შობა-ახალი წელი საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო დღის ცენტრის „განთიადის“ ბენეფიციარებს მივულოცეთ და მათ საახალწლო ნობათი გადავეცით. მსურს, ჩვენს თითოეულ ბენეფიციარს ბედნიერი ახალი წელი და ყოველივე საუკეთესო ვუსურვო. ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი მუნიციპალიტეტში თანასწორი და ადაპიტრებული გარემოს შექმნაა, ჩვენ შშმ პირებისთვის არაერთი სოციალური პროგრამა გვაქვს შემუშავებული, რომლებიც ბენეფიციარების ინტერესებსზეა მორგებული, აღნიშნილი პროგრამების დახვეწას კი კვლავაც აქტიურად გავაგრძელებთ და შევეცდებით, მოწყვლადი კატეგორიის მოქალაქეებს მათთვის საჭირო სერვისები შევთავაზოთ“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა