ნიკა გვარამია - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა „აუტანლად მძიმე სანახავია“ - ჩამორთმეული აქვს ყველა ადამიანური უფლება, დამცირებულია, უფლებაშელახული

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, იუსტიციის მინისტრის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილი შიმშილობის კვლავ დაწყების შემთხვევაში გლდანის მე-18 ციხეში მდებარე სამკურნალო დაწესებულებაში გადავა, „ჩვეულებრივი ნაციზმია”.

როგორც გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მინისტრის ეს განცხადება არის სირცხვილი და ის „სუფთა ნაცისტური, დოქტორ მენგელეს გამოსვლა იყო“.

„სხვათა შორის, ტონალობით და გამომეტყველებითაც ნაციზმი იყო, არამხოლოდ შინაარსით და ტემბრით. სუფთა ნაცისტური, დოქტორ მენგელეს გამოსვლა იყო იუსტიციის მინისტრის მხრიდან, რაც ძალიან სირცხვილია. რაც შეეხება ექიმ ნინო გოგორიშვილს, მან გუშინ, პრაქტიკულად, ხელი მოაწერა მიხეილ სააკაშვილის სიკვდილს, სამწუხაროდ. თვითონ ადამიანურად მძიმე სტრესულ ვითარებაშია”, - განაცხადა გვარამიამ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა „აუტანლად მძიმე სანახავია“.

„მისი ასეთი ფსიქონევროლოგიური მდგომარეობა არ მინახავს”, - განაცხადა გვარამიამ.

ამასთან, გვარამიას თქმით, სააკაშვილის დაცვის მხარე ითხოვს, გორის ჰოსპიტალში 27 დეკემბრის ღამის უწყვეტი კადრების ამოღებას, “როცა ვითომ იძულება არ ყოფილა”.

„მთელი ამ ეპიზოდის შემდეგ წამების ახალი ფაქტი დგება, კიდევ უფრო მძიმე. საათი, რომელიც ხუთი კვირა ეკეთა მაინცდამაინც მაშინ მოუნდათ მოეხსნათ. შევიდა ექვსი ადამიანი და საწოლში ძალადობით თავს დაესხნენ, გაკოჭეს, ვიღაცამ ხელი ყელში წაუჭირა და მოხსნეს ეს საათი. როგორც ჩანს ეს საათი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, საათი, რომელიც რეალურად კანონდარღვევას არ წარმოადგენს, რადგანაც ის პლასტიკისაა. თუ კანონდარღვევა იყო, მაშინ ხუთი კვირის წინ უნდა მოეხსნათ”, - აცხადებს გვარამია.

ნიკა გვარამიას თქმითვე, ადგილი არ ჰქონია გონების დაკარგვას, ადგილი ჰქონდა მეხსიერების რამდენიმესაათიან ჩავარდნას.

მისივე განმარტებით, საათის მოხსნის ეპიზოდი სახალხო დამცველის წარმომადგენლის წასვლიდან ხუთი წუთის შემდეგ მოხდა. გარდა ამისა, გვარამიამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ სააკაშვილთან შიმშილობის თაობაზეც ისაუბრა და ის შიმშილობას არ აპირებს.

„საუბარი იყო შიმშილობაზე, ის აქამდე არ იღებდა საჭმელს. ჩაის სვამდა და ა.შ. ჩემი პირადი მოთხოვნა იყო, ოჯახის და მეგობრების მხრიდანაც გადავეცი, რომ შიმშილობა არავითარ შემთხვევაში არ არის დასაშვები. ის დამეთანხმა, რითაც ძალიან ბედნიერი ვარ, არ აპირებს შიმშილობას ვიდრე აქ იმყოფება. თუმცა, ასეთი შემთხვევის განმეორების შემთხვევაში შიმშილობა დაიწყება. ამას ვერაფერს ვუზამთ, რადგან ადამიანს მართლა ერთადერთი ფორმა აქვს იბრძოლოს. ჩამორთმეული აქვს ყველა ადამიანური უფლება, დამცირებულია, უფლებაშელახული ამათ მიერ, თორემ თვითონ თავს მხნედ გრძნობს. მიუხედავად ყველაფრისა, ფიქრობს, რომ ეს პროცესი უნდა წარიმართოს ისე რომ ქვეყანა არ დაზარალდეს”, - განაცხადა გვარამიამ.

მისი თქმით, ამ ყველაფრის შემდეგ მნიშვნელოვანია სააკაშვილი უკრაინაში ან რომელიმე სხვა, მესამე ქვეყანაში ფსიქორეაბილიტაციისთვის გადაიყვანონ. გვარამიას განცხადებით, ეს როგორ გაკეთდება, ამაზე საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იფიქროს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო