2022 წლის სამთო-სათხილამურო სეზონი და მზადება მსოფლიო ჩემპიონატისთვის

მსოფლიო ჩემპიონატისთვის სამზადისი საქართველომ უკვე რამდენიმე წელია დაიწყო. 2023 წელს, სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის, ფრისკის და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატი ბაკურიანში გაიმართება. ამ მნიშვნელოვან ღონისძიებამდე საქართველოს მთის კურორტებმა უკვე უმასპინძლეს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით გამართულ ევროპის და მსოფლიო თასის ეტაპებს. 2022 წლის სეზონისთვისაც სამზადისი დაწყებულია. უკვე ცნობილია, რომ 19 თებერვალს ბაკურიანში გაიმართება ევროპის თასის გათამაშების ეტაპი სნოუბორდის პარალელურ სლალომში, 20 თებერვალს კი გიგატურ სლალომში.

ევროპის თასების გათამაშების ეტაპების გარდა, საქართველოში კიდევ ორი მსოფლიო თასის ეტაპი ჩატარდება. 5 მარტს ბაკურიანი ფრისკის, ხოლო 6 მარტს სნოუბორდის ეტაპს უმასპინძლებს. ორივე შეჯიბრზე სპორტსმენები სლოუფსთაილის სახეობაში იასპარეზებენ.

2022 სეზონის დაწყებამდე საქართველოს სათხილამურო ფედერაციამ და მთის კურორტების განვითარების კომპანიამ პრესკონფერენცია გამართეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

„სეზონისთვის სამზადისი უკვე დაწყებულია. ჩვენი პარტნიორებისა და უცხოელი ტექნიკური პერსონალის მიერ მზადდება ტრასები. ვეცნობით საერთაშორისო სათხილამური ფედერაციის მიერ შემუშავებულ კოვიდ-პროტოკოლს, რომლითაც ფედერაციები მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან ზამთრის კურორტებზე ხელმძღვანელობენ. მკაცრად იქნება დაცული ყველა მითითება, იმისთვის რომ სპორტსმენებს უსაფრთხო გარემო შევუქმნათ. იმედი გვაქვს, რომ წლევანდელი სეზონიც უმაღლეს დონეზე ჩაივლის და ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯით წარმატებით მივუახლოვდებით მსოფლიო ჩემპიონატს.“ - განაცხადა სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ კოსტავამ.

„2023 წლისთვის აქტიურად ვემზადებით. განხორციელდა მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები. მოახლოებული სეზონისთვის მიმდინარეობს მიწის სპეციალური საფარის სამუშაოები, რაც ხელოვნურ გათოვლიანებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს“ - განმარტა მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორმა ირაკლი ჭირაქაძემ.

მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა და მიღწევაა ჩვენი ქვეყნისთვის, რაც არა მხოლოდ ამ კურორტების ეკონომიკურ განვითარებას, არამედ ზამთრის სპორტის სახეობების დახვეწას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ტურიზმის განვითარებას და ინფრასტრუქტურის დანერგვას უწყობს ხელს. ამ წარმატების მიღწევაში, სახელმწიფოსთან ერთად, მთის კურორტების განვითარების კომპანიას, საქართველოს სათხილამურო ფედერაციასა და მის გენერალურ სპონსორს კომპანია სილქნეტს, უდიდესი როლი მიუძღვის.

„კომპანია სილქნეტი მრავალი წელია მხარს უჭერს საქართველოს სათხილამურო ფედერაციას. ჩვენ ვზრუნავთ საქართველოში სამთო-სათხილამურო სპორტის განვითარებაზე და ქვეყანაში ზამთრის სპორტული აქტივობებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაზე. სილქნეტს, როგორც ფედერაციის პარტნიორს, ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების პროცესში, რომელსაც საქართველომ წარმატებით უნდა უმასპინძლოს“ - განაცხადა სილქნეტის პროდუქტებისა და ბრენდის მართვის დირექტორმა დავით ბირმანმა.

საქართველოს მთის კურორტებისა და ზამთრის სპორტის განვითარებისთვის საქართველოს შიდა ეტაპების ჩატარებაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც საერთაშორისო დონის ღონისძიებების მასპინძლობა.

2022 წელს საქართველოს სხვადასხვა კურორტებზე იანვრიდან აპრილამდე 10 ეტაპია დაგეგმილი, რომელშიც მონაწილობას ქართველი სპორტსმენები მიიღებენ.

2022 წლის სეზონი ზამთრის სპორტის მოყვარულებისთვის, საკმაოდ დატვრთული და სანახაობრივი იქნება.

(R)

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს