რუსთავის მერი, ქალაქის საკრებულოს დეპუტატებთან ერთად, 2021 წლის საუკეთესო სპორტული შედეგების მქონე მწვრთნელებს შეხვდა

რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე, ქალაქის საკრებულოს დეპუტატებთან ერთად, 2021 წლის საუკეთესო სპორტული შედეგების მქონე რუსთაველ მწვრთნელებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ნინო ლაცაბიძემ, მიმდინარე წელს, სპორტის სხვადასხვა სახეობებში მიღწეული შედეგებისთვის მათ მადლობა გადაუხადა, სიმბოლური საჩუქრები და სიგელები გადასცა.

როგორც ქალაქის მერმა შეხვედრაზე განაცხადა, 2022 წლიდან, სახელოვნებო სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ცენტრის დაქვემდებარებაში არსებული სპორტული სექციების მწვრთნელების და იქ დასაქმებული ყველა თანამშრომლის ხელფასები გაიზრდება, ასევე გაორმაგდება წარმატებული ახალგაზრდა სპორტსმენების სტიპენდია.

"რუსთავის საკრებულოს დეპუტატებთან ერთად, საუკეთესო სპორტული შედეგების მქონე მწვრთნელებს შევხვდით, სიმბოლური საჩუქრებით მივულოცეთ სპორტული მიღწევები და კიდევ უფრო მეტი წარმატებები ვუსურვეთ. მნიშვნელოვანია, ის, რომ 2022 წლიდან რუსთავში მწვრთნელებსა და სპორტის მიმართულებით დასაქმებულ თითოეულ ადამიანს გაეზრდება ხელფასი, ასევე გაორმაგდება წარმატებული ახალგაზრდა სპორტსმენების სტიპენდია. იმისათვის, რომ სპორტი კიდევ უფრო მეტად განვითარდეს ჩვენს ქალაქში და უფრო მეტ წარმატებებს მიაღწიონ ჩვენმა სპორტსმენებმა და მათმა მწვრთნელებმა, მერია 2022 წელს კიდევ უფრო აქტიური იქნება, როგორც არსებული ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით, ასევე ახალი სპორტული ობიექტების დამატებისა და ღონისძიებების გამართვის კუთხითაც", - განაცხადა რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ.

შეხვედრას რუსთავის მერის მოადგილე, ოთარ ტატალაშვილი მერიის სახელოვნებო სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ცენტრის ხელმძღვანელიც ესწრებოდნენ.

„2021 წელს რუსთავს, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების 6 პრიზიორი, საქართველოს 43 ჩემპიონი და სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირების 414 გამარჯვებული ჰყავს. მიმდინარე წელს, ქალაქში რამდენიმე სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია განხორციელდა და 105 ათასი ლარის ღირებულების სპორტული ინვენტარი იქნა შეძენილი, აქტიურად მიმდინარეობს სპორტის სასახლის მშენებლობა, რაც რუსთავს საშუალებას მისცემს, საერთაშორისო ტურნირებს სპორტის 14 სახეობაში უმასპინძლოს. 2022 წლისთვის იგეგმება ჭიდაობის დარბაზის სრული რეაბილიტაციაც“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვლადიმერ ფესენკო - ვიდრე აშშ-რუსეთს, ნატო-რუსეთსა და ეუთო-რუსეთს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რუსეთის მხრიდან ომის დაწყების ალბათობა დაბალია, შემდეგ კი გამორიცხული არაფერია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.01.2022
ლევან ცუცქირიძე - საქართველო უდიდეს საერთაშორისო კრიზისს გამოფიტული, დაღლილი, იმედის, ბრძოლისუნარიანობისა და მმართველობის უნარების გარეშე ხვდება
იუჯითიმ წარმატებით გაიარა კიდევ ერთი, ამჯერად ISO 20000 სტანდარტის შესაბამისი სერტიფიცირება
„ბლოქსის“ ახალი საცხოვრებელი კომპლექსი კრწანისში
Kontakt Home-ში გრანდიოზული აქცია იწყება - საღამოს ბაზარი მხოლოდ ორი დღით, 28-29 იანვარს
პროექტის - „აზერბაიჯან-საქართველოს კომბინირებული მოგზაურობა“ პრეზენტაცია გაიმართა
"ჰიდრო ჯგუფმა" ფოთის მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსში წყლის ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარი დაამონტაჟა
"სილქნეტი" 28 თებერვლიდან მომხმარებლებს განახლებულ პირობებს შესთავაზებს
2022 წელს JTI საქართველოში, ევროპაში და გლობალურად აღიარებულია საუკეთესო დამსაქმებლად
ქართველი მეცნიერის გიორგი ელიავას დაბადებიდან 130, ხოლო ინსტიტუტის დაარსებიდან 100 წელი შესრულდა
მერიის მიერ გაცემული 500-ლარიანი ვაუჩერით მიიღე 725 ლარის მედიკამენტი