ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ საახალწლო სასაჩუქრე კალათების დარიგება დაიწყო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, ტრადიციულად, საახალწლოდ 500 ბენეფიციარს სასაჩუქრე კალათებს გადასცემს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მერიისგან სასაჩუქრე კალათები მრავალშვილიან ოჯახებს, მარტოხელა დედებს, დედ-მამით ობოლ ბავშვებს, 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულებს, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს, უფასო სასადილოსა და სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარებს გადაეცემათ.

მერიასთან ერთად, სასაჩუქრე კალათებს მრავალშვილიან ოჯახებს, მარტოხელა მშობლებსა და დედ-მამით ობლებს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ჩიქოვანის ბიუროც გადასცემს.

ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა წოწერიამ აღნიშნული სასაჩუქრე კალათები დღეს ოთხ მრავალშვილიან ოჯახს გადასცეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა