საქართველოს ეროვნული პლატფორმა მმართველი პარტიის მიერ საკანონმდებლო ინიციატივების დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ უკმაყოფილებას გამოთქვამს

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა მმართველი პარტიის მიერ ბოლო დღეებში განხორციელებული საკანონმდებლო ინიციატივების დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ უკმაყოფილებას გამოხატავს. უფრო კონკრეტულად ორგანიზაცია უკმაყოფილებას გამოთქვამს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების წინასწარი კონსულტაციების გარეშე ინიცირებისა და პარლამენტის მიერ „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

„შემაშფოთებელია, დაჩქარებული წესით, ასეთი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა. პროცესების მსგავსი განვითარება, თავის მხრივ აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ეს გადაწყვეტილებები მიიღება პარტიული ინტერესების გათვალისწინებით. აღნიშნული შორს არის ევროპული სტანდარტებისგან და არ შეიძლება ჩაითვალოს დემოკრატიულ პროცესად, მაშინ როდესაც პრაქტიკულად არ არის სივრცე საკითხზე ფართო მსჯელობისა და დისკუსიისთვის.

ეროვნული პლატფორმა მოუწოდებს მმართველ პარტიას, გადაავადოს კანონპროექტების განხილვა და უზრუნველყოს განხილვის პროცესებში საზოგადოების ჩართულობა,“- ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები:

  1. ფონდი ლიბერალური აკადემია თბილისი
  2. საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები
  3. იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი ,,სპექტრი”
  4. სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“
  5. საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაცია
  6. ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო
  7. საერთაშორისო ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარების ცენტრი
  8. სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია „ტოლერანტი“
  9. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი
  10. გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი
  11. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
  12. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი
  13. ადამიანის უფლებათა ცენტრი უერთდება
  14. ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო
  15. სამოქალაქო განათლების მულტიეთნიკური რესურსცენტრი
  16. მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი
  17. ასოციაცია "მერკური"
  18. ადამიანის უფლებების კვლევისცენტრი
  19. "საზოგადოებრივი განვითარების აკადემია"
  20. საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია
  21. მეწარმე ქალთა ფონდი
  22. ცენტრი „ემპათია“
  23. იგპ ქალთა ასოციაცია "თანხმობა"
  24. ა(ა)იპ ადამიანის უფლებების კვლევის ცენტრი
  25. ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსათვის
  26. ასოციაცია „ჰერა“
  27. ქალთა პოლიტიკური რესურს ცენტრი
  28. ასოციაცია სკოლა-ოჯახი-საზოგადოება
  29. საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი
  30. ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ელკანა
  31. ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო
  32. ასოციაცია ,,დეა''
  33. საქართველოს გეოსტრატეგიული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კვლევების ინსტიტუტი

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
თორნიკე კორძაია - „ლიბერთის“ მთავარი ძალა ჩვენიანებშია!
„ვისოლ ჯგუფმა“ დღეს ერთდროულად „საბვეის“ კიდევ 3 რესტორანი გახსნა
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა