აჭარაში „ომიკრონით“ ინფიცირების ოთხი შემთხვევა გამოვლინდა

აჭარაში „ომიკრონით“ ინფიცირების ოთხი შემთხვევა გამოვლინდა,- ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე რუსუდან შავიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოთხივე მათგანს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.

რუსუდან შავიშვილის თქმით, სამი პაციენტი ბინაზე მკურნალობს, ერთი კი კოვიდ კლინიკაშია მოთავსებული.

"ომიკრონის“ შემთხვევა მსუბუქი მიმდინარეობისაა, სამი პირი ორჯერადად აცრილია, მეოთხე პიროვნება აცრილი არ არის", - აცხადებს რუსუდან შავიშვილი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს