GWP-ის ინფორმაციით, 2022 წლის იანვრიდან, თბილისში მრიცხველთა წაკითხვის ერთიანი სისტემა ამოქმედდება

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, 2022 წლის იანვრიდან, თბილისში მრიცხველთა წაკითხვის ერთიანი სისტემა ამოქმედდება, - ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, აღნიშნული ცვლილების შედეგად მოსახლეობა კომუნალური მომსახურების ქვითარს ყოველი მომდევნო თვის პირველ რიცხვებში მიიღებს.

„ერთიან სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში - გარდამავალ პერიოდში, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საყოფაცხოვრებო აბონენტების უმეტესი ნაწილი ორ ქვითარს მიიღებს. დეკემბრის თვეში მიღებულ პირველ ქვითარში მრიცხველიან აბონენტებს აესახათ ნოემბრისა და დეკემბრის ნაწილის გაწეული მომსახურების გადასახადი. ხოლო აბონენტებს, რომელთაც გადასახადი სულადობის შესაბამისად ერიცხებათ, პირველ ქვითარში აესახათ მხოლოდ ნოემბრის თვის მომსახურების საფასური. რაც შეეხება მეორე ქვითარს, რომელსაც აბონენტები მიიღებენ დეკემბრის ბოლოს, მრიცხველიანი აბონენტებისთვის ქვითარში ასახული იქნება მხოლოდ დეკემბრის დარჩენილ პერიოდში გაწეული მომსახურების საფასური, ხოლო სულადობით დარიცხვის შემთხვევაში, აბონენტებს მეორე ქვითარში აესახებათ დეკემბრის სრული თვის მოხმარებული წყლის საფასური. მომხმარებელთა მცირე ნაწილი დეკემბერში მიიღებს მხოლოდ ერთ ქვითარს, რომელშიც ასახული იქნება ინფორმაცია ნოემბრისა და დეკემბრის პერიოდში მოხმარებული წყლის საფასურის შესახებ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს