ბოლნისის მერმა სათნოების სახლის ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, პირველ მოადგილე ბუბა გობეჯიშვილთან ერთად ქალაქ ბოლნისში მოქმედ სათნოების სახლს ესტუმრა. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

დავით შერაზადიშვილმა და ბუბა გობეჯიშვილმა ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალ წელი მიულოცეს და მათ ტკბილეული და ხილი გადასცეს.

ბოლნისის მერიის ინფორმაციით, საახალწლო ნობათები მოწყვლადი კატეგორიის 165 ოჯახს უკვე გადასცა. მათ შორის ნობათები შინ მოვლის სერვისით მოსარგებლე ხანდაზმულებმაც მიიღეს.

„ჩვენი საზოგადოების ყველაზე პატივსაცემ წარმომადგენლებს, სათნოების სახლის ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მივულოცეთ. მსურს, მათ ბედნიერება და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო. ჩვენი მოვალეობაა ვიზრუნოთ ხანდაზმულებზე და მოხარული ვარ, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტი ამ მხრივაც გამორჩეულია. ჩვენ მოწყვლადი კატეგორიის ხანდაზმულების საჭიროების გათვალისწინებით არაერთი სოციალური პროგრამა გვაქვს შემუშავებული, ვცდილობთ, ჩვენს ხანდაზმულებს ყველა საჭირო სერვისი სწრაფად და შეუფერხებლად მივაწოდოთ. ჩვენი ხანდაზმულები უდავოდ იმსახურებენ მშვიდ და უზრუნველ სიბერეს“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო