პარლამენტის ბიურომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით „ლელოს“ საკანონმდებლო პაკეტი ალტერნატიული პროექტის სახით არ დაარეგისტრირა

პარლამენტის ბიუროს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით ფრაქცია “ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ ალტერნატიული კანონპროექტი წარედგინა, თუმცა მმართველმა გუნდმა მის ალტერნატიული პროექტის სახით რეგისტრაციაზე უარი თქვა და შესაბამისი პროცედურით განხილვის დაწყებას არ აპირებს.

“ქართული ოცნების“ ძირითადი არგუმენტი არის ის, რომ “ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ საკანონმდებლო ინიციატივა თავისი შინაარსით მმართველი გუნდის პროექტის ალტერნატიული პროექტი არ არის და ის მხოლოდ ცალკე ინიციატივის სახით შეიძლება იყოს რეგისტრირებული და განხილული. მათივე შეფასებით, ოპოზიცია ალტერნატიულ პროექტს პროცედურული ბრძოლისთვის იყენებს.

“პროცედურის მიხედვით ბიუროს სხდომა გუშინ უნდა ჩატარებულიყო. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული პოლიტიკური დემარში მოხდა. დასამალი არც არის და ამას თავისი საფუძველი გააჩნდა. ამიტომ საკითხი, როგორც ალტერნატიული წინადადება და ინიციატივა, პროცედურის მიხედვით, დარეგისტრირებული ვერ იქნება. როდესაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური დემარში მოხდა, საფუძველი იყო ის, რომ ალტერნატიული პროექტის წარმოდგენა ჭეშმარიტების დადგენას არ ემსახურება და ხელს შეუშლიდა პროცესს“, - განაცხადა ბიუროს სხდომის წამყვანმა, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს