არმაზ ახვლედიანი პაპუაშვილს - რას გააკეთებთ, რომ სუს-მა ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლების გადაბირება ვერ მოახერხოს? - თუ ამას გააკეთებთ, პარლამენტის თავმჯდომარე იქნებით, სხვა შემთხვევაში პარტიის თავმჯდომარე პარლამენტში

ბატონო შალვა, რას აპირებთ გააკეთოთ იმისთვის, რომ სუს-მა ვერ მოახერხოს გადაიბიროს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ის თანამშრომლები, რომლებიც ქალბატონ თოლორაიასთან ერთად ახლა ამ მტკიცე პოზიციაზე დგანან, - ამ შეკითხვით მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა, არმაზ ახვლედიანმა პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატს, შალვა პაპუაშვილს.

არმაზ ახვლედიანი დაინტერესდა, თუ რა ბედი ელის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.

„რატომ ვამბობ ამას? იმიტომ, როცა აჭარის ტელევიზიას იჯიბავდა „ოცნება“, მაშინ მოახერხეს და სათითაოდ დაერივნენ იქ თანამშრომლებს, ისევე, როგორც სხვა უწყებებში.

გეკითხებით თქვენ, როგორც რამდენიმე წუთში პარლამენტის თავმჯდომარეს, რას აპირებთ ამის გასაკეთებლად? თუ ამას გააკეთებთ, მაშინ თქვენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იქნებით, ყველა სხვა შემთხვევაში კი იქნებით პარტიის თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტში და მეტი არაფერი. უბრალოდ, იმ ზღვარზე და იმ ვითარებაში ვართ, როცა „დავარცხნილი“ საუბარი არ გამოდის. ჩემი და თქვენი სიმართლე კი არ გვინდა აქ, საქართველოს სიმართლე გვინდა. მისი სიმართლე დღეს იმას მოითხოვს, რომ გადავდოთ პარტიული ინტერესი, როცა ის სახელმწიფო ინტერესს ეწინააღმდეგება. სხვა ინტერესი არ უნდა გვქონდეს, რად გვინდა ასეთი ან პარლამენტის წევრობა ან პარლამენტის თავმჯდომარეობა?!“ - მიმართა ახვლედიანმა პაპუაშვილს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ტრამპი მთლიანად დონეცკის ოლქზე რუსეთის კონტროლის დამყარებას არ დათანხმდება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება