ქუთაისის საკრებულოს სხდომა ხმაურით დაიწყო

ქუთაისის საკრებულოს სხდომა ხმაურით დაიწყო. მიზეზი უმრავლესობის ორი დეპუტატის დისტანციურად ჩართვა გახდა.

აღნიშნული „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა გააპროტესტეს და მოითხოვეს, რომ დეპუტატებს სხდომაში მონაწილეობის უფლება არ მისცემოდათ.

ოპოზიციის თქმით, „ქართულ ოცნებას“ მუნიციპალური ორგანოების მაღალჩინოსნებისთვის ხელფასების გაზრდის საკითხის დამტკიცება სურს და ხმათა უმრავლესობა ამისთვის სჭირდება.

საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, დეპუტატები კორონავირუსით არიან ინფიცირებული და რეგლამენტი მათ სხდომაში ონლაინ რეჟიმში ჩართვის უფლებას აძლევს.

დღესვე საკრებულომ ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტი უნდა დაამტკიცოს, რისთვისაც 18 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

სხდომათა დარბაზში მმართველი გუნდის 16 და ოპოზიციის 15 წევრია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს