დეპუტატმა ფრიდონ ფუტკარაძემ სტიპენდიანტები დააჯილდოვა

მაღალმთიანი აჭარისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრიდონ ფუტკარაძემ, შუახევის მუნიციპალიტეტისმერთან, ომარ ტაკიძესთან ერთად, ენათმეცნიერის, პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის სახელობის სტიპენდიის კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს სტიპენდია გადასცა.

როგორც ფრიდონ ფუტკარაძემ აღნიშნა, პროექტი ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში განათლების მიმართ მოტივაციის ამაღლებას.

„გილოცავთ შობა-ახალ წელს და კონკურსში გამარჯვებას, ჩემთვის დიდი პატივია პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის სახელობის სტიპენდიანტების დაჯილდოება, ვფიქრობ, პროექტი ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში განათლების მიმართ მოტივაციის ამაღლებას“ - განცხადა ფრიდონ ფუტკარაძემ.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ცნობით, კონკურსი მიზანად ისახავს, სწავლაზე ორიენტირებული, მოტივირებული და წარმატებული სტუდენტების წახალისებას. სტიპენდია, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით წელს პირველად გაიცა, განკუთვნილია მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებისთვის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო