გორის მუნიციპალიტეტის მერიამ საბავშვო ბაღებში საახალწლო პროდუქტების დარიგება დაიწყო.
გორის მერიის ინფორმაციით, რამდენიმე სააღმზრდელო დაწესებულებაში სურსათის გაცემის პროცესს გორის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი და გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელი ლია კოვზიაშვილი ესწრებოდნენ.
„საახალწლო პაკეტები, რომელიც არამალფუჭებადი პროდუქტებისგან შედგება, გორის მუნიციპალიტეტის 64 ბაღის აღსაზრდელების ოჯახებზე გადანაწილდება.
პროდუქტის გაცემა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და დადგენილი რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.