სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული პრემიისა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის გამარჯვებულები დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული პრემიისა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის გამარჯვებულები დააჯილდოვა.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაშია აღნიშნული, დაჯილდოების ცერემონია დღეს ორბელიანების სასახლეში გაიმართა და დაჯილდოვდნენ როგორც 2021 წლის ეროვნული პრემიისა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიების ლაურეატები, ასევე 2020 წლის ეროვნული პრემიის ლაურეატები, რადგან გასულ წელს, პანდემიის გამო, დაჯილდეობის ცერემონია ვერ ჩატარდა.

„2020 წელს საქართველოს ეროვნული პრემია მიენიჭათ: ალექსანდრე შენგელაიას - ნაშრომთა ციკლისათვის „მაღალტემპერატურული ზეგამტარებისა და დაბალგანზომილებიანი მაგნეტიკების ექსპერიმენტული კვლევა“; გიორგი კვესიტაძეს, გია ხატისაშვილსა და თინათინ სადუნიშვილს - ნაშრომისათვის „დეტოქსიკაციის ბიოქიმიური მექანიზმები უმაღლეს მცენარეებში, ფიტორემედიაციის საფუძველი“.

2021 წელს საქართველოს ეროვნული პრემია მიენიჭათ: თედო გორგოძესა და ნოდარ ხორბალაძეს - სამეცნიერო-საცნობარო ნაშრომისათვის „ოფიცრის ატლასი“; რამაზ ქაცარავას, დავით ტუღუშსა და ვახტანგ ბერიძეს - სამეცნიერო ნაშრომთა ციკლისათვის „პოლიმერული ბიომიმეტიკები - ცილების ანალოგები მრავალპროფილიანი გამოყენებისათვის - დიზაინიდან კომერციალიზაციამდე“.

ხოლო 2021 წელს შოთა რუსთაველის სახელობის პრემია მიენიჭათ: მაყვალა გონაშვილს - ლექსების კრებულისათვის „ძახილი“, ორტომეული; თეიმურაზ გოცაძეს - მონუმენტური ფერწერული კომპოზიციისათვის „ვეფხისტყაოსნის“ თემაზე; ვახტანგ კახიძეს - მუსიკალური ნაწარმოებისათვის „საშობაო ტრილოგია“ მამაკაცთა და ბიჭუნათა გუნდებისა და სიმფონიური ორკესტრისათვის; ომარ ნაფეტვარიძესა და გიორგი ჯაფარიძეს - არქიტექტურული ნაწარმოებისათვის „ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი“; რაულ ჩილაჩავას - ლექსების კრებულისათვის „ბედის ფორმულა“, შვიდწიგნეული“, -ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა