ზუგდიდის მერია - ზუგდიდში პირველად საკონსულტაციო სივრცე „ქალთა ოთახი“ დაფუძნდება

ზუგდიდში, პირველად მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „მერსი ქორფსი“-ს ფინანსური მხარდაჭერით, საკონსულტაციო სივრცე „ქალთა ოთახი“ დაფუძნდება.

ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, „ქალთა ოთახი“ იქნება სივრცე, რომელიც ორიენტირებული იქნება, ქალთა და გოგონათა მხარდაჭერაზე, ეკონომიკურ გაძლიერებაზე, უნარ-ჩვევების ამაღლებაზე (მათ შორის პროექტების წერაზე, გრანტის მოძიება) და დასაქმების ხელშეწყობაზე.

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „მერსი ქორფსი“-ს წარმომადგენლებთან, დღეს გამართულ სამუშაო შეხვედრას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი, მამუკა წოწერია, სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

მამუკა წოწერიამ შეხვედრაზე, „ქალთა ოთახი“ -ს სივრცის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„საკმაოდ ძლიერი პროექტი გვექნება „ქალთა ოთახის“ სახით, მითუმეტეს, როდესაც ეკონომიკურ გაძლიერებაზეა საუბარი, ეს არის უკვე სისტემური რეფორმა. ჩვენი მიზანი და ფუნქცია არის, რაც შეიძლება მეტი ეკონომიკურად ძლიერი და სოციალურად მყარი ოჯახები გვყავდეს. ჩვენი გამოცდილებით მაქსიმალურად ჩავერთვებით, თუნდაც იმ მიმართულებით,“ - აღნიშნა შეხვედრაზე მერმა, მამუკა წოწერიამ.

აღნიშნული სერვისი იფუნქციონირებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის, სოციალური დაცვისა და გენდერული თანასწორობის მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს