უწყებათაშორისმა კომისიამ ეროვნული კონტრტერორისტული სტრატეგიის დოკუმენტს მხარი დაუჭირა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ორგანიზებით, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი და შესრულების მონიტორინგის განმახორციელებელი უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის მეხუთე სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

შეხვედრა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა გახსნა.

უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს ეროვნული სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის მნიშვნელობაზე ისაუბრა, ასევე, საბჭოს ერთობლივი მუშაობის შედეგები შეაჯამა.

„შევაჯამეთ გასული წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების დონე, ასევე, ჩვენი ერთობლივი საქმიანობის შედეგები, რაც დადებითად შეფასდა.

ვიმსჯელეთ რეკომენდაციებზე, რომლებიც ჩვენი საბჭოს სახელით გაეგზავნება როგორც საქართველოს მთავრობას, ისე საქართველოს პარლამენტს. არის რამდენიმე რეკომენდაცია, რომლის გათვალისწინება გააძლიერებს უწყებათაშორის კოორდინაციას და აუცილებლად დადებით შედეგებს მოგვცემს კონტრტერორისტული მიმართულებით.

დღეს, ასევე, ვიმსჯელეთ მომავალი სამოქმედო გეგმის შესახებ, ერთხმად მოვიწონეთ და მივიღეთ, როგორც დოკუმენტი, რომლის მეშვეობითაც 2022 წლის განმავლობაში მოხდება საბჭოს წევრი უწყებების მხრიდან რეაგირება“, - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

„უწყებათაშორის სხდომაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილემ ბაჩა მგელაძემ, საერთაშორისო ტერორიზმთან დაკავშირებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე პრეზენტაცია გამართა და ტერორიზმის მიმართულებით ქვეყანაში არსებული გამოწვევები შეაჯამა.

მოხსენებით, ასევე, წარდგა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი გიორგი საბედაშვილი, რომელმაც, 2021 წელს უწყებათაშორისი კომისიის მუშაობა შეაჯამა და 2022-2025 წლის კონტრტერორისტული სტრატეგიის პრეზენტაცია წარადგინა.

სხდომის დასასრულს, კომისიის წევრებმა, ეროვნული კონტრტერორისტული სტრატეგიის დოკუმენტი, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად მიიღეს. გრიგოლ ლილუაშვილმა კომისიის წევრი უწყებების ხელმძღვანელებს გაწეული სამუშაოსათვის მადლობა გადაუხადა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კუნაძე - რუსეთის რეჟიმის  კრახი გარდაუვალია, დღეს უკვე ცხადად ჩანს, რომ ეს მხოლოდ დროის საკითხია
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2022
ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის თავმჯდომარე - ტექინსპექტირების გაუვლელობისთვის ჯარიმები ძვირდება - პირველადი ჯარიმა 50 ლარი დარჩება, ყოველი შემდგომი დაჯარიმებისთვის კი თანხა გაიზრდება
საქართველოში „ვებსტერის უნივერსიტეტის“ უცხოელი პროფესორების ვინაობა ცნობილია
BTU მსოფლიოს წამყვან კიბერუსაფრთხოების ორგანიზაციასთან თანამშრომლობას იწყებს
Fitch-მა "ლიბერთის" საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი "სტაბილურად" შეაფასა
„მოასწარი ზაფხული“ - ლიბერთის ახალი აქცია სამომხმარებლო სესხებზე დაიწყო