ბათუმის საკრებულოს სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ვერ ჩატარდა

ბათუმის საკრებულოს სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ვერ ჩატარდა. სხდომას „ქართული ოცნების“ წევრები არ დაესწრნენ.

რეგისტრაცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ 8, გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ 1 და „ლელო საქართველოდან“ 1-მა წევრმა გაიარა.

სხდომა ოპოზიციის მოწვევით ჩაინიშნა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა და 2022 წლის ბიუჯეტის ბათილად ცნობა იყო.

საკრებულოს თავმჯდომარის ასარჩევად 35 წევრიდან 18 წევრის ხმაა საჭირო.

„უპასუხისმგებლობა „ქართული ოცნების“ მხრიდან გრძელდება და ინსტიტუტს ბოიკოტს უცხადებს“, - აცხადებენ ოპოზიციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო