ბათუმის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე - ბავშვობაში „სახლობანას“ ვთამაშობდით, ოპოზიციამ დაიწყო „საკრებულოს სხდომობანას“ თამაში, ამიტომ ასეთ სხდომებს არ დავესწრებით

ჩვენს ასეთ სხდომებს არ დავესწრებით. მახსოვს ბავშვობაში „სახლობანას“ ვთამაშობდით, ამათ დაიწყეს „საკრებულოს სხდომობანას“ თამაში, - ამის შესახებ ბათუმის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე თენგიზ აფხაზავამ ჟურნალისტებს განუცხადა და ახსნა, რა მიზეზების გამო არ მივიდნენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები დღევანდელ სხდომაზე.

როგორც მან განმარტა, ოპოზიცია „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებაზე უარს აცხადებს, „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის“ მიერ დაყენებული საკითხები კი პროვოკაციულია.

„ცნობილია, რომ ჩვენს გარეშე გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება. მათი გუნდი აცხადებს, რომ ჩვენთან არანაირ საკითხზე არ დასხდებიან მოსალაპარაკებლად. ამ სხდომაზე მისვლას აზრი არ აქვს, მათ შორის პროვოკაციულია მიღებული ბიუჯეტის გაუქმების მოთხოვნა. ჩვენ არც ამ თამაშში მივიღეთ მონაწილეობას და ქალაქში კრიზისს არ შევქმნით,“ - განაცხადა თენგიზ აფხაზავამ.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის საკრებულოს სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ვერ ჩატარდა. სხდომას „ქართული ოცნების“ წევრები არ დაესწრნენ.

რეგისტრაცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ 8, გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ 1 და „ლელო საქართველოდან“ 1-მა წევრმა გაიარა.

სხდომა ოპოზიციის მოწვევით ჩაინიშნა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა და 2022 წლის ბიუჯეტის ბათილად ცნობა იყო.

საკრებულოს თავმჯდომარის ასარჩევად 35 წევრიდან 18 წევრის ხმაა საჭირო.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა