ალეკო ელისაშვილი - სააკაშვილმა რატომ უნდა იშიმშილოს? მაშინ ყველა პატიმარი იშიმშილებს, ციხიდან გამომიშვითო და ეს ლოგიკურია?

პარტია „მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერის ალეკო ელისაშვილის შეფასებით, თუ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ისევ შიმშილობას დაიწყებს, ეს არალოგიკური იქნება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შიმშილობით პატიმრობისგან რომ თავისუფლდებოდნენ, ყველა პატიმარი იშიმშილებდა.

"სააკაშვილმა თუ ისევ შიმშილობა დაიწყო, ჩემი აზრით, ძალიან უხერხული და გაუგებარი იქნება. რატომ უნდა იშიმშილოს? მაშინ ყველა პატიმარი იშიმშილებს, ციხიდან გამომიშვითო და ეს ლოგიკურია? მგონი არა",- განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში გადაიყვანეს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?