ქობულეთში მიკროავტობუსი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს შეეჯახა

ქობულეთში, სოფელ ციხისძირში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საპატრული ეკიპაჟის ორი თანამშრომელი დაშავდა. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქობულეთის კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, ორივე მათგანს დაზიანება ფეხის არეში აქვს მიღებული.

ადგილობრივების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას მიკროავტობუსი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის ავტომობილს შეეჯახა.

ფაქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობოსას წესების დარღვევას გულისხმობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო