„მაქრო ქონსთრაქშენი“ - სამშენებლო და უძრავი ქონების ბაზარი შეზღუდვების ფონზე

პანდემიისა და შეზღუდვების ფონზე ქართული უძრავი ქონების ბაზარი მაინც აქტიურად ვითარდება. შეზღუდვების მიუხედავად სამშენებლო და დეველოპერული კომპანიები კვლავაც განაგრძობენ პროექტების როგორც მშენებლობას, ასევე გაყიდვების პროცესსაც. როგორ გაართვეს თავი პანდემიას და შეზღუდვებს, როგორია საფასო პოლიტიკა უძრავი ქონების ბაზარზე, ამ თემებზე დღეს ერთ-ერთი უმსხვილესი სამშენებლო კომპანიის, „მაქრო ქონსთრაქშენის“ გენერალური დირექტრორის მოადგილეს, ოღუზ ქაან ქარაერს გავესაუბრებით. ბატონი ოღუზი კომპანიაში საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობებსა და გაყიდვების მიმართულებას კურირებს.

- ბატონო ოღუზ, როგორ გაუძლო „მაქრო ქონსთრაქშენმა“ პანდემიასა და შეზღუდვებს?

- პანდემია ისევე როგორც სხვა დიდი კომპანიებისთვის, ჩვენთვისაც ერთგვარი გამოწვევა იყო, თუმცა მუხრუჭად არ ქცეულა. შეზღუდვებმა ჩვენი კომპანიის განვითარების და მუშაოების ტემპებში მხოლოდ მცირე კორექტირება მოახდინა. როგორც მოგეხსენებათ, „მაქრო ქონსთრაქშენი“ ბიზნესის სხვა და სხვა სფეროებში ოპერირებს. პანდემიამდე ჩვენ რამდენიმე პროექტზე ვმუშაობდით როგორც საქართველოში, ასევე ჩეხეთში, თურქეთსა და ბელორუსში. მათ შორის საერთაშორისო ქსელ „აკორთან“ ერთად ხუთვარსკვლავიანი ბრენდული სასტუმროს, „Swissotel Tbilisi Center”-ის მშენებლობა თბილისის ცენტრში, სახელმწიფო პროექტები ზუგდიდსა და ფოთში და დეველოპერული პროექტის „მწვანე ალმასი“, მესამე და ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეტაპი. ეს დაგეგმილი პროექტები იყო და ამაყად შემიძლია გითხრათ, რომ ეს პროექტები კვლავაც გრძელდება. ეს იმ პროფესიონალთა გუნდის დამსახურებაა, რომელიც ჩვენს კომპანიაშია დასაქმებული და დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მათ ამისათვის, ეს ჩვენთვის ნამდვილად საამაყოა.

- ახლა რა ეტაპზე ხართ?

- შეზღუდვების შემსუბუქებამ მოგვცა საშუალება მუშაობის პროაქტიულ ფაზაში გადავსულიყავით და ამ ეტაპზე კომპანია სრული დატვირთვით მუშაობს ყველა მიმართულებით. აღნიშნვის ღირსია ის ფაქტიც, რომ ლოქდაუნების ფონზე ჩვენი კომპანიის საქმიანობის მიმართულებები კიდევ უფრო გაიზარდა, მაგალითად გავიმარჯვეთ რამდენიმე ტენდერში, რომლებიც გზის მშენებლობას ეხება. მაისში დავიწყეთ მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის, „მწვანე ალმასი“ მესამე და ყველაზე დიდი ეტაპის მშენებლობაცა და გაყიდვებიც. პირველ ორ დასრულებულ ეტაპზე 800-მდე ოჯახი უკვე ცხოვრობს. იმ გარემომ, რომელიც ჩვენ შევქმენით ამ პროექტის ფარგლებში, დიდი მოლოდინი გააჩინა უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულ ადამიანებში. პირველ ორ დასრულებულ ეტაპზე მაცხოვრებელ ჩვენს მომხმარებლებს მოჰყავთ თავიანთი ახლობლები ბინების შესაძენად, ავითარებენ საკუთარ ბიზნესს კომპლექსის ტერიტორიაზე, ერთი სიტყვით იმ კონცეფციამ, რაზეცაა აგებული „მწვანე ალმასი“, ასი პროცენტით გაამართლა, ამიტომაც, მშენებლობისა და გაყიდვების პროცესი დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს.

- რას ითვალისწინებს „მწვანე ალმასის“ მესამე ეტაპი, ანუ რა კონცეფციაზეა აგებული, როგორ მოერგეთ ბაზრის მოთხოვნებს?

- „მწვანე ალმასის“ მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ მომხმარებელმა კომპლექსიდან გაუსვლელად მიღოს კომფორტული ცხოვრებისთვის საჭირო ყველა პირობა. აქვე ერთ პატარა ისტორიას მოგიყვებით, რომელიც პირადად გადამხდა თბილისში. მეგობრებს ვესტუმრე ნუცუბიძეზე, საკმაოდ გვიანი იყო, როცა წამოსვლა გადავწყვიტე, თუმცა როგორც მასპინძლებმა მითხრეს, ლიფტისთვის 5 თეთრიანი მჭირდებოდა, მომცეს ერთი ხუთთეთრიანი მონეტა, გამოვემშვიდობე და შევედი ლიფტში. შეცდომით პარკინგის სართულის ღილაკს დავაჭირე და აქ დაიწყო ჩემი პრობლემაც, - პარკინგიდან სხვა გასასვლელი ლიფტის გარდა არ არსებობდა, მე კიდევ 5 თეთრიანი აღარ მქონდა, ტელეფონი არ „იჭერს“, რომ ჩემს მეგობრებს დავუკავშირდე... წარმოიდგინეთ, სიბნელეში გავატარე მთელი ორი საათი, კიდევ კარგი ერთ ერთი მაცხოვრებელი გვიან დაბრუნდა სახლში და ჩემი იძულებითი პატიმრობაც ამით დასრულდა, მაგრამ სწორედ მაშინ მივხვდი, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ გეგმარებას და ყველა დეტალის გათვლას. ჩვენს საცხოვრებელ კომპლექსში ეს არ მოხდებოდა. როგორც უკვე ვთქვი, კომპლექსის ტერიტორია დახურული და დაცულია და ითვალისწინებს თითქმის ყველა საჭიროებას, იქნება ეს პარკირება, სავაჭრო ობიექტები, დასვენებისთვის აუცილებელი საშუალებები, როგორებიცაა სპორტული მოედნები, საბავშვო და სავარჯიშო სივრცეები, ღია საცურაო აუზები და ა.შ., მომხმარებელს უნდა შეეძლოს ადგილზე მიიღოს ყველა ბენეფიტი. ამას ემატება ისიც, რომ კომპლექსი ქალაქის ხმაურიანი რიტმისგან მოშორებითაა, ირგვლივ ხელმისაწვდომ დისტანციაზეა დიდი სავაჭრო თუ სპორტული ობიექტები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ ეტაპზე წინა გამოცდილების გათვალისწინებით სიახლე შევთავაზეთ მომხმარებლებს. ახლა „მწვანე ალმასით დაინტერესებულ“ ადამიანებს აქვთ არჩევანი, შეიძინონ ბინა სრული რემონტით ან შავი კარკასის მდგომარეობით. ამან დაინტერესება უფრო გაზარდა. ამ ეტაპზე 3 ბლოკის მშენებლობისა და გაყიდვების პროცესი მიმდინაროებს. მალე დავიწყებთ მეოთხე ბლოკის მშენებლობასაც. სამომავლოდ კი ყოველ სამ თვეში ერთხელ დავიწყებთ ახალის მშენბელობასა და გაყიდვებს. ჯამში პროექტი 36 თვიანია და 11 ბლოკის მშენებლობას მოიცავს. მიმდინარე პროექტში გვაქვს შიდა უპროცენტო განვადებაც, რაც ასევე გაუადვილებს მომხმარებელს ბინის შეძენას. გარდა ამისა, სხვა და სხვა დროს მოქმედებს სხვა და სხვა აქცია სპეციალური ფასდაკლებებით.

- ითვალისწინებს თუ არა პროექტი კომპლექსის შემდგომ მომსახურებას?

- რა თქმა უნდა ითვალისწინებს. კომპლექსი ჯამში 7 ჰექტარ ტერიტორიაზეა განთავსებული, რომლის ერთი მესამედი გამწვანებული სივრცეა, გარდა ამისა ინფრასტრუქტურას მოვლა სჭირდება. კომპლექსს ემსახურება კომპანია, რომელიც პასუხისმგებელია როგორც გამწვანებული ეზოს, ღია საცურაო აუზებისა და ლიფტების მოვლა-პატრონობაზე, ასევე ახორციელებს კომპლექსის სრული ტერიტორიის მონიტორინგს, დაცვასა და ხარვეზების გამოსწორებას. ჩვენი კომპანიის მიზანია, მომხმარებელს შევუქმნათ კომფორტი ყველა ასპექტში. რა თქმა უნდა არის ხარვეზებიც, თუმცა ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ მივადევნოთ თვალი ყველა ასეთ საკითხს და ბოლომდე დავუდგეთ მხარში მომხმარებელს. ამ ეტაპზე ჩვენ შევქმენით სპეციალური სამსახური მომხმარებლებთან ურთიერთობისთვის, რომელიც ბოლომდე გააკონტროლებს და მაქსიმალურად დაეხმარება ჩვენს მაცხოვრებლებს პრობლემების მოგვარებაში. ვებ-გვერდზე მოქმედებს ე.წ. ჯივო-ჩეთი, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ თავიანთი პრობლემის შესახებ პირდაპირი კომუნიკაცია დაამყარონ მომხმარებლებთან ურთიერთობის სამსახურთან, ასევე მითითებულია ტელეფონის ნომრები და ელექტრონული მისამართიც. ჩვენი და ჩვენი მომხმარებლების ურთიერთობა არ სრულდება უძრავი ქონების შეძენით და ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით, ჩვენი მიზანია მომხმარებელი იყოს კმაყოფილი და ბოლომდე ისარგებლოს ყველა იმ ბენეფიტიც, რომელიც ჩვენ შევქმენით ამ კომპლექსის ფარგლებში. აქვე მადლობა მინდა ვუთხრა ყველა ჩვენს მომხმარებელს და კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი პატივისცემა მათ მიმართ და დავარწმუნო, რომ ჩვენ ყოველთის ვიქნებით მათ გვერდით.

- რაც შეეხება ფასებს, რა მდგომარეობაა ამ მხრივ ბაზარზე და როგორია თქვენი, როგორც უძრავი ქონების ექსპერტის აზრი, რას უნდა ელოდოს მომხმარებელი სამომავლოდ?

- თუ ავიღებთ 2021 წლის მესამე კვარტლის მონაცემებს, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 2020 წლის საშუალოსთან შედარებით 6.2 პროცენტით არის გაზრდილი და ეს ლოგიკურიცაა იმ გარემოში, რომელშიც გვიწევს ცხოვრება, ვგულისხმობ პანდემიას, შეზღუდვებს და ამით გამოწვეულ პროცესებს. პანდემიამ მნიშვნელოვანი გლობალური ხარვეზები შექმნა ე.წ. supply chain-ში. ლოქდაუნები სხვა და სხვა ქვეყნებში კვლავაც აფერხებს ნედლეულისა და მზა საქონლის ნაკადის შენელებას, რაც ზოგიერთ შემთხვევაში იწვევს წარმოების სრულიად შეჩერებას. ორგანიზაციები იძულებულნი იყვნენ შეემცირებინათ კადრები, რამაც საკადრო დეფიციტი წარმოქმნა. ამან კი კიდევ უფრო დააჩქარა და გააღრმავა ის პრობლემები, რომლებიც supply chain-ში ისედაც არსებობდა, ამას ემატება ინფლაცია, გაძვირებული მასალები და ა.შ. ეს ყველაფერი კი საერთო ჯამში განაპირობებს ფასების ზრდას. მართალია საქართველოში და კერძოდ თბილისში ეს ზრდა ამ ეტაპზე დიდი არ არის (როგორც ზემოთ აღვნიშნე, 6.2%), თუმცა სამომავლოდ ამას ვერ გავექცევით. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სტატისტიკას რომ გადავხედოთ, მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალაშენებული ბინების ფასი 32,6%-ითაა გაზრდილი, ისეთ დიდ ქალაქებში კი, როგორიცაა ნიუ იორკი, ჩიკაგო და დალასი, ეს ზრდა 43%-იან ზღვარს უახლოვდება. ჩვენ ვცდილობთ შევინარჩუნოთ ხელმისაწვდომი ფასები და ამით გავუადვილოთ მომხმარებლებს ჩვენს კომპლექსში ბინის შეძენა. როგორც უკვე გითხარით, ეს პროექტი უკვე დაგეგმილი იყო, ფასებიც განსაზღვრული და რაც მთავარია, ჩვენი ურყევი პოზიცია იყო, რომ ფასები აუცილებლად ეროვნულ ვალუტაში ყოფილიყო ფიქსირებული. ეს ეხება როგორც ერთიან გადახდის სისტემას, ასევე შიდა განვადებასაც. ვფიქრობ, რომ ეს ჩვენს მომხმარებელს გაცილებით უმარტივებს ბინის შეძენის პროცესს. გარდა ამისა, კომპანია იყენებს ინდივიდუალურ მიდგომებს ყველა მომხმარებელთან, გვაქვს ფასდაკლებები, ამ ეტაპზე მაგალითად მოქმედებს განსაკუთრბეული საახალწლო აქცია ბინებსა და პარკინგზე, ასე, რომ მაქსიმალურად ვცდილობთ შევთავაზოთ მომხმარებელს მისთვის მისაღები პირობები. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თქვენი გაზეთის საშუალებით მივულოცო ყველას დამდეგი შობა-ახალი წელი და ბედნიერი ცხოვრება ვუსურვო ახალ, 2022 წელს ახალ სახლებში.

(R)

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს