„საქპატენტმა“ 2021 წელი შეაჯამა

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, მანანა ფრუიძემ, მოადგილეებთან ნინო ჩიქოვანთან და ბექა დოჭვირთან ერთად, 2021 წელი შეაჯამა და პატენტრწმუნებულებს სამომავლო გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. აღნიშნულ ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს.

როგორც შეხვედრაზე თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, 2021 წელი გამოწვევებით სავსე წელი იყო, თუმცა, მისივე თქმით, წარმატებულად განხორციელდა არაერთი საერთაშორისო პროექტი. ამასთან, პანდემიის გამო შექმნილი ვითარების მიუხედავად, ხაზი გაესვა, რომ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი სრულყოფილად განაგრძობს მუშაობას და მომხმარებლებისთვის სერვისების მიწოდებას.

ღონისძიების ფარგლებში ნინო ჩიქოვანმა პატენტრწმუნებულებს ევროკავშირისა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ერთობლივ პროექტში (EUGIPP) ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და მის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ისაუბრეს სასაქონლო ნიშნებისა და დიზაინის სისტემის დახვეწის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე, ასევე მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის დაგეგმილ პროექტებზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2021 წელს წარმატებით დასრულდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების (Twinning) პროექტი - ,,საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების ეფექტური დაცვისა და კონტროლის სისტემის დანერგვა“ .

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ იმსჯელეს „საქართველოს საპატენტო კანონში“ შესატან ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომლის მიღება 2022 წელს იგეგმება.

გარდა ამისა, პატენტრწმუნებულებს გააცნეს 2022 წლის გეგმები და მიაწოდეს ინფორმაცია განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს