მესტიაში ხატზე დაიფიცეს, რომ მაინერებს გათიშავენ

მესტიაში ხატზე დაიფიცეს, რომ მაინერებს გათიშავენ. მოსახლეობა დღეს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში შეიკრიბა.

„შესრულდა ეს რიტუალი, ხატზე დაფიცების, რომელიც მოიცავდა ერთადერთ პუნქტს, რომ გაგვეთიშა მაინერები. დაიფიცა სრულიად მესტიის მოსახლეობამ ამ თემაზე. ყველაზე ცუდი ფაქტი, რაც გვაქვს არის ის, რომ ამ ზომას მივმართეთ, სხვა გამოსავალი სამწუხაროდ, არ დაგვიტოვეს, ეს პრობლემა არაფრით მოგვარდა და მივმართეთ უკიდურეს ზომას ხატზე დაფიცების“, - აცხადებენ ადგილობრივები.

როგორც ისინი აცხადებენ, ბოლო პერიოდის განმავლობაში ელექტროენერგიის სტაბილურად არ მიეწოდებათ. ამ ფაქტს კი ისინი უკანონოდ მიერთებულ მაინერებს უკავშირებენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს