ნათია მეზვრიშვილი - მაფიოზურმა დაჯგუფება „ოცნებამ” დამოუკიდებლობის უკანასკნელი შუქი ჩააქრო მართლმსაჯულების სისტემაში!

მაფიოზურმა დაჯგუფება „ოცნებამ” დამოუკიდებლობის უკანასკნელი შუქი ჩააქრო მართლმსაჯულების სისტემაში! - ასე გამოეხმაურა წინასაახალწლოდ განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი.

ნათია მეზვრიშვილის თქმით, კანონპროექტების ავტორი დეპუტატები „აუცილებლად შევლენ ისტორიაში დემოკრატიის და ქვეყნის ევროპული მომავლის მტრების სახელით“.

„მოქალაქეები შიშველი ხელებით დატოვა მოხელეთა/სამართალდამცავთა ძალადობასთან! მწვანე შუქი აუნთო ადამიანებზე ძალადობას, წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას! მთავარი ის კი არ არის ერთის ნაცვლად 2 იქნება, 3 თუ 4 უწყება. მთავარი ის არის, რომ აღარ იარსებებს მოქალაქეებზე ძალადობის პრევენციის უკანასკნელი დამოუკიდებელი უწყება. ამ ყველაფერს აუცილებლად ვიგრძნობთ 2022 წლიდან.

2022 წლიდან მთელი სიმწვავით შევიგრძნობთ რამხელა ნაბიჯი გადადგა "ოცნებამ" ავტორიტარიზმისკენ ჩვეულ სტილში - დემოკრატიის, ევროპული ღირებულებების და კანონის უზენაესობის სახელით.

წინასაახალწლოდ დაინიცირებული კანონპროექტების ავტორი დეპუტატები კი აუცილებლად შევლენ ისტორიაში დემოკრატიის და ქვეყნის ევროპული მომავლის მტრების სახელით”, - წერს ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო