გიორგი გახარია - ხელისუფლება საშიშ გზავნილს აძლევს დამოუკიდებელ საჯარო მოხელეებს და ტოვებს მოქალაქეებს დაუცველად სახელმწიფოს მხრიდან ძალადობის პირისპირ - შეუძლებელია „ქართულ ოცნებას“ ეს გაუვიდეს!

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით კანონის მიღების ფაქტს გამოეხმაურა. როგორც გახარია აღნიშნავს, საქართველოს ხელისუფლებამ დაჩქარებული პროცედურით გააუქმა დამოუკიდებელი ინსტიტუტი - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური.

„ამ გზით ხელისუფლება საშიშ გზავნილს აძლევს დამოუკიდებელ საჯარო მოხელეებს და ტოვებს მოქალაქეებს დაუცველად სახელმწიფოს მხრიდან ძალადობის პირისპირ. შეუძლებელია „ქართულ ოცნებას“ ეს გაუვიდეს! დიდი მადლობა ლონდა თოლორაიას და ინსპექტორის გუნდს მათ მიერ გაწეული შრომისთვის“, - წერს გიორგი გახარია „ტვიტერზე“.

ცნობისთვის, პარლამენტის გადაწყვეტილებით, 2022 წლის 1-ელი მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმებულია. ამავე პერიოდიდან თანამდებობიდან თავისუფლდებიან სახელმწიფო ინსპექტორი და მისი მოადგილეები.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.

მმართველი გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ინსპექტორის ნაცვლად ორი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს