„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობის ორივე შესასვლელი ოპოზიციის მიერ ბლოკირებულია

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობის ორივე შესასვლელი – წინა და უკანა, ოპოზიციის მიერ ბლოკირებულია.

;“საზოგადოებრივი მაუწყებლის” შენობის უკანა შესასვლელი ბლოკირებული აქვთ “დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსა” და მოძრაობა „ერთიანი საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს.

;ოპოზიციის დანარჩენი წარმომადგენლები კი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ცენტრალურ შესასვლელთან იმყოფებიან, სადაც პარალელურად გამოსვლებიც მიმდინარეობს.

;როგორც „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თანამშრომლებმა განაცხადეს, მათ არ ეძლევათ შენობაში შესვლის უფლება. მათი თქმით, ისინი სამსახურში გამოცხადდნენ, თუმცა, შენობაში ჯერ-ჯერობით ვერ შედიან.