ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაციას
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს.
მათი ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ104 მონაკვეთზე (ფარავნის უღელტეხილი) მოძრაობა თავისუფალია ყველა სახის ავტოტრანსპორტისათვის.