დიმიტრი საძაგლიშვილი მიხეილ სააკაშვილთან პერსონალური კომუნიკაციის შესაძლებლობის მიცემას ითხოვს და რუსთავის საპატიმროს დირექტორს მიმართავს

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხელ სააკაშვილი ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა მოინახულა.

საძაგლიშვილმა სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ახლა მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბარს არ აპირებს.

ადვოკატი იმედს გამოთქვამს, რომ კონსილიუმის წარმომადგენლებს სააკაშვილის ნახვის და მის ჯანმრთელობაზე მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა მიეცემათ.

„მიუხედავად იმისა, რომ 31 დეკემბერია, მაინც მსურს ვთქვა ის პრობლემა, რომელიც ჩვენ გვაქვს მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაციის და პირდაპირი ეთერის მეშვეობით მივმართო მე-12 პენიტენციური დაწესებულების დირექტორს, ზურაბ მოდებაძეს, რომელიც პასუხისმგებელია იმაზე, რომ ჩვენ უკანონოდ არ გვეძლევა სააკაშვილთან პერსონალური კომუნიკაციის შესაძლებლობა.

რაც შეეხება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამაზე საუბარს ახლა მე არ ვაპირებ. უბრალოდ შემიძლია ვთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ყველაზე მამაცი, შეუპოვარი და მებრძოლი ადამიანი. სწორედ ასეთებს ძალუძთ რეალურად გამარჯვება ნებისმიერ სიტუაციაში. რაიმე სხვა განსაკუთრებული განსახილველი თემები არ გვქონია. იმედს ვიტოვებთ, რომ როგორც სახელმწიფოს მიერ შექმნილ კონსილიუმს, ასევე სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილს და ცენტრ „ემპათიას“ მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრებს მიეცემათ შესაძლებლობა სააკაშვილის ნახვის და მის ჯანმრთელობაზე მონიტორინგის განხორციელებაზე“ , - განაცხადა საძაგლიშვილმა.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

დიმიტრი საძაგლიშვილი მიხეილ სააკაშვილთან პერსონალური კომუნიკაციის შესაძლებლობის მიცემას ითხოვს და რუსთავის საპატიმროს დირექტორს მიმართავს

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხელ სააკაშვილი ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა მოინახულა.

საძაგლიშვილმა სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ახლა მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბარს არ აპირებს.

ადვოკატი იმედს გამოთქვამს, რომ კონსილიუმის წარმომადგენლებს სააკაშვილის ნახვის და მის ჯანმრთელობაზე მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა მიეცემათ.

„მიუხედავად იმისა, რომ 31 დეკემბერია, მაინც მსურს ვთქვა ის პრობლემა, რომელიც ჩვენ გვაქვს მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაციის და პირდაპირი ეთერის მეშვეობით მივმართო მე-12 პენიტენციური დაწესებულების დირექტორს, ზურაბ მოდებაძეს, რომელიც პასუხისმგებელია იმაზე, რომ ჩვენ უკანონოდ არ გვეძლევა სააკაშვილთან პერსონალური კომუნიკაციის შესაძლებლობა.

რაც შეეხება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამაზე საუბარს ახლა მე არ ვაპირებ. უბრალოდ შემიძლია ვთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ყველაზე მამაცი, შეუპოვარი და მებრძოლი ადამიანი. სწორედ ასეთებს ძალუძთ რეალურად გამარჯვება ნებისმიერ სიტუაციაში. რაიმე სხვა განსაკუთრებული განსახილველი თემები არ გვქონია. იმედს ვიტოვებთ, რომ როგორც სახელმწიფოს მიერ შექმნილ კონსილიუმს, ასევე სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილს და ცენტრ „ემპათიას“ მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრებს მიეცემათ შესაძლებლობა სააკაშვილის ნახვის და მის ჯანმრთელობაზე მონიტორინგის განხორციელებაზე“ , - განაცხადა საძაგლიშვილმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს