ამირან გამყრელიძე - „ომიკრონის“ 144 შემთხვევიდან, ყველა მსუბუქია - მხოლოდ 4 იყო ჰოსპიტალიზებული და ეს არ იყო გამოწვეული კოვიდის სიმძიმით, არამედ სხვა თანმხლები დაავადების გამო

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, „ომიკრონის“ 144 დადასტურებული შემთხვევიდან 4 ინფიცირებულის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

როგორც ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტა, ოთხივე მათგანს თანმხლები დაავადება აქვს და ჰოსპიტალიზაცია კოვიდის სიმძიმით არ იყო გამოწვეული.

„ყველა შემთხვევა მსუბუქი გახლავთ, აქედან 12 არის 18 წლამდე ბავშვი და მოზარდი. მთლიანად 144-დან მხოლოდ 4 იყო ჰოსპიტალიზებული, ისიც სხვა თანმხლები დაავადების გამო, მათი ჰოსპიტალიზაცია არ იყო გამოწვეული კოვიდის სიმძიმით. საშუალო ასაკი 144 ადამიანში სადღაც 37-38 წელია. 144-დან 105 არის საქართველოს მოქალაქე, 39 უცხო ქვეყნის. მათგან 70% არის სრულად ვაქცინირებული“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში „ომიკრონის“​ ცირკულაცია თანდათანობით იმატებს და დადასტურებულ შემთხვევებზე დაახლოებით სამჯერ მეტია.

„144 არის ლაბორატორიულად დადასტურებული იმ საეჭვო შემთხვევათა რაოდენობიდან, რომელიც ჩვენთან იგზავნება. თუ 10 დღის წინ გამოგზავნილ შემთხვევებში ორში ან სამში დასტურდებოდა „ომიკრონი“, ახლა 30 გამოვლენილი შემთხვევიდან ნახევარზე მეტში დასტურდება. ეს ნიშნავს, რომ „ომიკრონის“​ ცირკულაცია ქვეყანაში თანდათანობით იმატებს. როდესაც ვსაუბრობთ 144 ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევაზე, რეალურად შემთხვევები მეტია, რამეთუ რეალურად ხდება მხოლოდ PCR ნიმუშების კვლევა. სწრაფი ტესტით დადგენილ დადებით შემთხვევაში ლაბორატორიულად ეჭვს ვერ მივიტანთ. ამიტომ, ჩემი გადმოსახედიდან ცირკულაცია 144 შემთხვევაზე სამჯერ მეტია“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს