ეკა ხერხეულიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ხვალ სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენელი გამოკითხავს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ეკა ხერხეულიძის განცხადებით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ხვალ სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენელი გამოკითხავს. ამის შესახებ ხერხეულიძემ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილი ხვალ სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენელს გორის სამხედრო ჰოსპიტალში წამების ფაქტთან დაკავშირებით ელოდება და გამოკითხავენ",- განაცხადა ხერხეულიძემ.

ამასთან, ხერხეულიძემ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივაზე ისაუბრა, რომელიც პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას გულისხმობს და აღნიშნა, რომ კომისია უნდა შეიქმნას და მიხეილ სააკაშვილი აპირებს ჩვენება მისცეს საპარლამენტო კომისიას.

რაც შეეხება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ხერხეულიძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი შედარებით კარგად არის.

„შედარება არ შეიძლება იმასთან, რაც გორში ბოლო ვიზიტისას მე იქ დამხვდა. პრობლემები არსად არ წასულა, მაგრამ უკეთესად გამოიყურება ვიზუალური თვალსაზრისით",- განცხადა ხერხეულიძემ.

ამასთან ეკა ხერხეულიძის განცხადებით, სააკაშვილი პოლიტიკურად კარგ ფორმაშია და ეკონომიკურ პროგრამაზე მუშაობს.

"მის ჯანმრთელობაზე როცა ვსაუბრობთ, ეს წამებით არის გამოწვეული. პოლიტიკურად ის კარგ ფორმაშია. ამ ეტაპზე, ეკონომიკურ პროგრამაზე მუშაობს, რომელიც სიდუხჭირის და გაჭირვების დაძლევისკენ არის მიმართული. ამ საკითხებით არის მოცული, იმ საკითხებით მთლიანად, რომელიც საზოგადოებას აწუხებს. მას საგანგაშოდ მიაჩნია სოციალური ფონი, რომელიც ახლა არსებობს ქვეყანაში", - აცხადებს ხერხეულიძე.

ხერხეულიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილთან ჰოლანდიელი ექიმი უნდა ჩამოსულიყო და ის დასტურს ელოდებოდა, რათა სააკაშვილს შეხვედროდა, "რაც არ მოხდა".

"2 რიცხვში ჰოლანდიელ ექიმს ბილეთი ჰქონდა აღებული და ის თბილისიდან ელოდება დასტურს, რომ მას შესაძლებლობას მისცემდნენ სააკაშვილს შეხვედროდა, რაც არ მოხდა. ამ დრომდე პასუხი არ ვიცით. მასთან პირადი ექიმიც ვერ შედის. ეს კიდე უფრო დაამძიმებს მის ჯანმრთელობის მდგომარეობას. უცხოელი ექიმი პასუხს ელოდება, შედგებოდა თუ არა სააკაშვილთან შეხვედრა. განმარტება უნდა გააკეთონ, რატომ არ უშვებენ ამ ადამინს", - განაცხადა ხერხეულიძემ.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო