რუსთავში პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაგეგმილი საახალწლო ღონისძიება გაიმართა

რუსთავში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაგეგმილი საახალწლო ღონისძიება გაიმართა.

რუსთავის მერიის ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, ახლად რეაბილიტირებულ ახალგაზრდობის პარკში მოწყობილ საშობაო სოფელში, ილუზიონისტის შოუ, ლიტერატურული თეატრის კონცერტი, დრამერების კოსტიუმირებული მსვლელობა და ბენდის New One კონცერტი ჩატარდა.

ამასთან, საშობაო სოფელში მისულ პატარებს, სანტა კლაუსმა და თოვლის პაპამ ტკბილეული დაურიგა.

სადღესასწაულო ღონისძიებას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ოჯახთან ერთად დაესწრო.

“დღევანდელი დღე პრემიერის საახალწლო საჩუქარია ჩვენი ქალაქისთვის. დილიდან ახალგაზრდობის პარკი სხვადასხვა ღონისძიებებით იყო დატვირთული. განსაკუთრებით საინტერესო იყო ეს დღე პატარებისთვის, რომელთაც აქ უამრავი გასართობი ღონისძიება და საჩუქრები დახვდათ სანტა კლაუსისგან. კიდევ ერთხელ მინდა ყველას მივულოცო ახალი წელი და დამდეგი შობა, ვუსურვო ჯანმრთელობა და ბედნიერება", - განაცხადა რუსთავის მერმა.

საახალწლო კონცერტი, რუსთავში ულამაზესი ფოიერვერკით დასრულდა.

საახალწლო ღონისძიებები რუსთავში 26 დეკემბრიდან ტარდება, 30 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით კი სხვადასხვა კონცერტები და გასართობი ღონისძიებები სპეციალურად მოწყობილ საახალწლო სოფელში იმართა, რუსთავის მერიის საახალწლო საჩუქარი, 4 დღის განმავლობაში 2000-მდე ბავშვმა მიიღო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა