მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადების მიზეზი არ არსებობს

“ქართული ოცნების“ დეპუტატის მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით მიღებულ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადების მიზეზი არ არსებობს. როგორც სარჯველაძემ ამ კონტექსტში აღნიშნა, კონკრეტული თემატური არგუმენტები ორი სამსახურის - სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ცალ-ცალკე ფუნქციონირების საწინააღმდეგოდ მას არ მოუსმენია.

სარჯველაძის თქმით, პრეტენზიები ძირითადად საკანონმდებლო პაკეტის დაჩქარებული წესით განხილვასა და ასევე, სახელმწიფო ინსექტორის სამსახურის თანამშრომლების გათავისუფლებაზე იყო, რაც პარლამენტის მიერ მიღებული კანონის ფარგლებში გადაიჭრა.

“საკანონმდებლო ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას დისკუსიების სიღრმესა და ავ-კარგიანობაზე გავლენა არ მოუხდენია. დისკუსიები საკმაოდ სრულფასოვანი იყო. ვეტოს გამოყენების მიზეზი ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს. ობიექტურად და შინაარსობრივად ამ დაწესებულების ორ ორგანიზმად ჩამოყალიბება უფრო მეტად იძლევა გარკვეულ შესაძლებლობებს, რომ დაწესებულება უკეთ განვითარდეს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მმართველი გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება და მის ნაცვლად ორი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო