ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ერთ-ერთი კორპუსის მცხოვრებლების ინფორმაციით, შენობა ავარიულია, რის გამოც კორპუსს ტოვებენ

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩის #47 კორპუსის ორი სადარბაზო ადგილობრივებმა დატოვეს.
მოსახლეობის ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე ბზარები შენიშნეს და შიშობენ, რომ კორპუსის საყრდენი კედელიც დაზიანებულია, რაც ცხოვრებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ მოსახლეობას დროებით ქირით გადაიყვანენ, კორპუსის მდგომარეობას კი ექსპერტები შეისწავლიან.

























