ხატია დეკანოიძე - სახელწოდება “შავ სიებთან“ დაკავშირებით მე უფრო ფრთხილი ვიქნებოდი - ზოგადად, აღნიშნული ინიციატივა დასავლური ქვეყნებისთვის სიახლეს არ წარმოადგენს

სახელწოდება “შავ სიებთან“ დაკავშირებით მე უფრო ფრთხილი ვიქნებოდი - ზოგადად, აღნიშნული ინიციატივა დასავლური ქვეყნებისთვის სიახლეს არ წარმოადგენს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ განუცხადა.

დეპუტატის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა იმ პირების დადგენაა, ვინც ადამიანის უფლებებს ნამდვილად არღვევს. ამ კონტექსტში დეკანოიძემ ისიც აღნიშნა, რომ მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესება სრულიად რეალურად მიაჩნია.

“ეს დემოკრატიული ქვეყნებისთვის ახალი მოცემულობა არ არის. ძალიან ხშირ შემთხვევაში საერთაშორისო პრაქტიკა და გამოცდილება გვაჩვენებს, რომ დასავლურ სამყაროს, იგივე აშშ-ს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ასეთი პირების, მათ შორის მოსამართლეების და სხვა სამართლებრივი უწყების წარმომადგენლების ვინაობა დაუდგენია და მათთვის სანქციები დაუწესებია. ეს არაფერ სიახლეს არ წამოადგენს. საქართველოში მიტაცებული სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ ადამიანის უფლებები აქტიურად ირღვევა“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა