ბათუმში ალილოს მსვლელობა სასულიერო პირებმა მრევლის გარეშე ჩაატარეს

ბათუმში ალილოს მსვლელობა სასულიერო პირებმა მრევლის გარეშე ჩაატარეს

ბათუმში ალილოს მსვლელობა სასულიერო პირებმა მრევლის გარეშე ჩაატარეს. ისინი ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძართან შეიკრიბნენ და ქალაქის ქუჩებში ავტომობილებით მსვლელობა მოაწყვეს, ქუჩები აკურთხეს და ნობათი შეაგროვეს.

როგორც სასულიერო პირებმა განაცხადეს, პანდემიის გამო საშობაო მსვლელობა მრევლის გარეშე ჩაატარეს. მათივე თქმით, შეგროვებულ ნობათს მოხუცთა თავშესაფარში და ბავშთა სახლში მყოფებს მიუტანან.

ამასთან, მოქალაქეებს საშობაო ნობათის მიტანა ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში შეუძლიათ.