ქუთაისში საშობაო მსვლელობა მოეწყო

ქუთაისში ტრადიციული საშობაო მსვლელობა მოეწყო. ქუთაისის მერიის ინფორმაციით, შობის მახარობელმა ბავშვებმა და სასულიერო პირებმა ქალაქის ქუჩებში საშობაო სიმღერით ჩაიარეს.

„ალილოს" შეუერთდნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია. ხელისუფლების წარმომადგენლებმა შობის მახარობლებს ქრისტეშობის დღესასწაული მიულოცეს და საშობაო ნუგბარი გადასცეს.

„ვულოცავ ქუთაისს, მთელს იმერეთს და საქართველოს შობის დღესასწაულს! სასიამოვნოა, რომ ძალიან კარგი ტრადიცია აღვადგინეთ წელს - როგორც ქუთაისში , ასევე, იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში იმართება საშობაო მსვლელობა და მოსახლეობას ვჩუქნით სასიამოვნო საშობაო წუთებს“, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში ზვიად შალამბერიძემ.

საშობაო მსვლელობის დროს შეგროვებული ნობათი სხვადასხვა დღის ცენტრებში დარიგდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო