ბოლნისში „ალილოს“ მსვლელობა მოეწყო

ბოლნისში „ალილოს“ მსვლელობა მოეწყო. ბოლნისის მერიის ინფორმაციით, მოქალაქეები ბოლნისის ცენტრში მდებარე ღვთისმშობლის ნიშასთან შეიკრიბნენ, სადაც ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა ქრისტეს შობის სავედრებელი პარაკლისი გადაიხადა. საშობაო „ალილოს“ ბოლნისის მუნიციპლიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი შეუერთდა.

მსვლელობა სათნოების სახლთან დასრულდა, სადაც მეუფე ეფრემმა და დავით შერაზადიშვილმა მოხუცებს შობის დღესასწაული მიულოცეს. „ალილოს“ მონაწილეებმა ბენეფიციარებს საშობაო ნობათი გადასცეს.

საშობაო „ალილოს“ ტრადიცია ბოლნისში მეუფე ეფრემის ლოცვა-კურთხევით აღდგა და უკვე მე-15 წელია მრევლი სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და მოხუცებს შეგროვებულ ნობათს ურიგებს.

„შობას წელსაც საზეიმოდ აღვნიშნავთ და ტრადიციულად „ალილოში“ ვიღებთ მონაწილოებას. ქართველებს ოდითგანვე ნათლად ჰქონდათ გააზრებული ალილოს მნიშვნელობა და მეალილოებიც შეგროვებული ნობათით სწორედ მას ეხმარებოდნენ, ვისაც ყველაზე მეტად უჭირდა. ჩვენც, ნობათი და ტკბილეული მოხუცებულებს მივართვით და ეს დღე გავულამაზეთ. მინდა, შობის დღესასწაული ყველას მოგილოცოთ, ბედნიერება და კეთილდღეობა გისურვოთ“ , - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა