გარდაბნის სოფელ მუხროვანის ტყეში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

გარდაბნის სოფელ მუხროვანის ტყეში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხროვანის ტყეში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილს გარეგანი დათვალიერებით სხეულზე დაზიანების კვალი არ აღენიშნებოდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.