ანა წითლიძე - შიდასტრუქტურული რეორგანიზაციის საკითხები დღის წესრიგში არის, შესაბამისად, ამ საკითხებთან დაკავშირებით მსჯელობა იქნება პოლიტსაბჭოს სხდომაზე

შიდასტრუქტურული რეორგანიზაციის საკითხები დღის წესრიგში არის. შესაბამისად, ამ საკითხებთან დაკავშირებით მსჯელობა იქნება პოლიტსაბჭოს სხდომაზე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ანა წითლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, იქნება თუ არა პოლიტსაბჭოს სხდომაზე საუბარი პარტიაში შესაძლო ცვლილებაზე.

წითლიძის თქმით, თუ ვის შეეხება ცვლილება, ამას ყველა იხილავს პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

„ჯერჯერობით, ეს არის მსჯელობა და ზოგადად, შიდასტრუქტურული რეორგანიზაცია, თუ გადაადგილებები, მათ შორის, რეგიონებში ჩვეულებრივი პროცესია, რომელიც ნებისმიერი არჩევნების შემდეგ ნებისმიერ პარტიაში ხდება", - აცხადებს წითლიძე.

მისი თქმით, პოლიტსაბჭოს სხდომაზე იმსჯელებენ იმაზე, რა გაკეთდა სწორად არჩევნების შემდეგ და რა უნდა გამოასწორონ, ასევე, როგორ უნდა იმუშაონ რეგიონებში.

„ეს იქნება მთავარი განსახილველი პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე. ასევე, ვიმსჯელებთ მომავლის სტრატეგიაზე, შიდასტრუქტურული ორგანიზაციების გაძლიერებაზე, განსაკუთრებით რეგიონებში და ვიმსჯელებთ იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს პარტიული მუშაობა საბოლოო გამარჯვებისთვის. პროტესტი უნდა იყოს მრავალფეროვანი და ის უნდა იყოს ყველგან. პროტესტის მთავარი ხაზი უნდა იყოს საპროტესტო აქციებიც, იმიტომ, რომ განსაკუთრებით რეგიონებში საპროტესტო აქციების განწყობა არის. თუმცა, საპროტესტო აქციები არ არის ბრძოლის ერთადერთი ხერხი. ამიტომ, დღეს პოლიტსაბჭოს სხდომაზე განვიხილავთ საპროტესტო აქციის საკითხსაც და მათ შორის, იმასაც, თუ როგორი უნდა იყოს პარტიის შემდგომი სტრატეგია”, - აცხადებს წითლიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა